საქართველო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში დაწინაურდა

ფრეიზერის ინსტიტუტის "მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების" 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, რომელიც 2016 წლის პერიოდს აფასებს, საქართველო მეშვიდე ადგილზე იმყოფება 162 ქვეყანას შორის "უმეტესად თავისუფალი" სტატუსით.

საქართველოს სარეიტინგო ქულა 10-დან 8.02-ია, ნაცვლად გასული წლის 7.98-სა.

საუკეთესო მაჩვენებელი საქართველოს საერთაშორისო ვაჭრობის კრიტერიუმში აქვს, - 10-დან 8.56 ქულა და მსოფლიოში მეშვიდე ადგილი.

8.49 ქულით, საქართველო მერვე ადგილს იკავებს რეგულაციების კრიტერიუმში.

მთავრობის ზომის კრიტერიუმით, საქართველო 35-ე ადგილზეა, 7.53 ქულით. აღნიშნული კრიტერიუმი აერთიანებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციულ ხარჯებს, მის მიმართებას მშპ-სთან, ასევე გადაწყვეტილებების მიღების დროს და გადასახადებს.

ასევე 35-ე ადგილს იკავებს ქვეყანა საკუთრების უფლების კრიტერიუმში 6.31 ქულით.

ყველაზე ცუდი შედეგი კი ქვეყანას ფულადი პოლიტიკის კრიტერიუმში აქვს, - 9.22 ქულა და 63-ე ადგილი.

რეიტინგში პირველ ადგილს ტრადიციულად ჰონგ კონგი და სინგაპური იკავებენ, მას მოსდევს ახალი ზელანდია და შვეიცარია. ხუთეულს ასრულებს ირლანდია. საქართველოს ერთი საფეხურით უსწრებს აშშ. ათეულს კი მარიტუსი, გაერთიანებული სამეფო და კანადა ასრულებენ.

ეკონომიკურად ყველაზე ნაკლებად თავისუფალი ქვეყანა კი ვენესუელაა.

ჩვენ გირჩევთ

საქართველოს

მობილური ოპერატორების აბონენტები და APRU

საქართველოს

საქართველოს "თავისუფლების ბარომეტრი"

წინა სტატია

En çok hangi pasaportla seyahat ediyorsunuz endeksinde Gürcistan ilerlemiştir
24 სექტემბერი, 2018

შემდეგი სტატია

წლის საუკეთესო ბანკირები
25 სექტემბერი, 2018
საქართველოს 100 უმსხვილესი კომპანია
რეიტინგი | ივლ, 20, 2020
ბათუმის ახალი პერსპექტივა
ბიზნესი | ივლ, 21, 2020
ყველაზე შემოსავლიანი აუდიტორული კომპანიები
რეიტინგი | ივლ, 24, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker