წლის საუკეთესო ბანკირები

მსოფლიოს წამყვანი ფინანსური გამოცემა Global Finance ცენტრალური ბანკების საუკეთესო მმართველების ყოველწლიურ სიას აქვეყნებს.

2018 წლის Central Banker Report Cards-ში 90 ცენტრალური ბანკირი შეფასდა. ბანკირების შეფასება ძირითადად მონეტარული და სავალუტო პოლიტიკის მიმართულებით მიღწეულ წარმატებებს, მათ შორის, ინფლაციის კონტროლს, საპროცენტო განაკვეთების მართვასა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას ეფუძნება. ე.წ. A და A- კატეგორიაში 16 ქვეყნის მთავარი ბანკირი მოხვდა.

A კატეგროიაში წლის საუკეთესო ბანკირების სია შემდეგია:

ავსტრალია - ფილიპ ლოიე

ჩილე - მარიო მერჩელ კულელი

ევროკავშირი - მარიო დრაგი

ისრაელი - კარნიტ ფლაგი

ქუვეითი - მუჰამედ ალ-ჰაშელი

ლიბანი - რიად სალამეჰი

მოროკო - აბდელატიფ იოუარი

პარაგვაი - კარლოს ვალდოვინოსი

რუსეთი - ელვირა ნაბიულინა

სამხრეთ კორეა - ლი იუ-იოელი

A- კატეგორიაში წლის საუკეთესო ბანკირებად დასახელდნენ:

ბრაზილია - ილან გოლდფანი

ბურგარეთი - დიმიტარ რადევი

კოლუმბია - იუან ეჩავარია

საქართველო - კობა გვენეტაძე

გაერთიანებული სამეფო - მარკ კერნი

ურუგვაი - მარიო ბერგარა.

"ცენტრალური ბანკების მმართველები სერიოზული გამოწვევების წინაშე დგანან, ისეთების როგორიცაა რაოდენობრივი შერბილების პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლა თუ ეკონომიკის დაცვა პოლიტიკური ძვრებისაგან. ჩვენი შეფასებები ავლენს სახელმწიფო ფინანსური სექტორის იმ ლიდერებს, რომლებიც აღნიშნული გამოწვევების ფონზე ინარჩუნებენ სადავეებს და წინ მიიწევენ, მაგრამ, ასევე მათაც, ვისაც უჭირთ პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ ცვლილებებთან შეგუება", - განაცხადა Global Finance-ის გამომცემელმა და მთავარმა რედაქტორმა ჯოზეფ ჯიარაპუტომ.

ჩვენ გირჩევთ

მობილური ოპერატორების აბონენტები და APRU

Global Finance-მა კობა გვენეტაძე 2018 წლის საუკეთესო ცენტრალურ ბანკირებს შორის დაასახელა

მობილური ოპერატორების აბონენტები და APRU

მობილური ოპერატორების აბონენტები და APRU

წინა სტატია

საქართველო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში დაწინაურდა
25 სექტემბერი, 2018

შემდეგი სტატია

Ekonomik özgürlük sıralamasında Gürcistan ilerlemiş durumdadır
25 სექტემბერი, 2018
საქართველოს 100 უმსხვილესი კომპანია
რეიტინგი | ივლ, 20, 2020
ბათუმის ახალი პერსპექტივა
ბიზნესი | ივლ, 21, 2020
ყველაზე შემოსავლიანი აუდიტორული კომპანიები
რეიტინგი | ივლ, 24, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker