აბრამოვიჩის $45 მილიონიანი შენაძენი ლონდონში

რომან აბრამოვიჩი ლონდონში $45 მილიონად ახალი სახლის შეძენას გეგმავს. ამერიკული Forbes ინფორმაციით, სახლი ჯერ აშენებული არ არის, თუმცა ცნობილია, რომ ის ჩელსის სტადიონის მშენებლობის მახლობლად განთავსდება და საცხოვრებელი კომპლექსის 35-37-ე სართულებს დაიკავებს.

თუმცა კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას საკითხი, შეძლებს თუ არა აბრამოვიჩი ამ სახლში ცხოვრებას. როგორც ჩანს ბინადრობის უფლებასთან დაკავშირებით მილიარდერს პოზიტიური მოლოდინები აქვს და სწორედ ამიტომ შეიძინა რამოდენიმე ათეულ მილიონად შეფასებული ქონება.

გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ აბრამოვიჩს ბინადრობის უფლებაზე უარი შვეიცარიამაც უთხრა. გაერთიანებულმა სამეფომ კი აბრამოვიჩს ვიზის გაგრძელებაზე უარი გაზაფხულზე უთხრა. აბრამოვიჩმა ახლახანს მიიღო ისრაელის მოქალაქეობა რომელიც მას საშუალებას აძლევს 6 თვის განმავლობაში იყოს დიდ ბრიტანეთში, მაგრამ ეს არ აძლევს მას იქ მუშაობის უფლებას. აბრამოვიჩი ბრიტანეთში ე.წ. ინვესტორის ვიზით ცხოვრობდა, ვიზაზე პრობლემები კი მას არსებული ინფორმაციით, მას შემდეგ შეექმნა რაც ქვეყანამ შემოსავლების წყაროს წარდგენა სთხოვა.

აბრამოვიჩის ქონება Forbes-ს $11.9 მილიარდად აქვს შეფასებული და ის ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში 140-ე ადგილს იკავებს.

შეგახსენებთ, რომ აბრამოვიჩმა საფეხბურთო კლუბი 2003 წელს შეიძინა.

წინა სტატია

Gürcistan ile dünyanın değişik ülkelerinin turizmden elde edilen gelirleri
27 სექტემბერი, 2018

შემდეგი სტატია

ABD Doları VS Gürcistan ve bölgedeki ülkelerin para birimleri
27 სექტემბერი, 2018
საქართველოს 100 უმსხვილესი კომპანია
რეიტინგი | ივლ, 20, 2020
ბათუმის ახალი პერსპექტივა
ბიზნესი | ივლ, 21, 2020
ყველაზე შემოსავლიანი აუდიტორული კომპანიები
რეიტინგი | ივლ, 24, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker