წლის ყველაზე გაუფასურებული ვალუტები

მსოფლიოს 143 ვალუტიდან მიმდინარე წელს საკუთარი ღირებულება 80%-ს შეუმცირდა. ამერიკული დოლარის მიმართ მხოლოდ 13 ვალუტა გამყარდა, - მათგან 1%-ზე მეტად კი მხოლოდ 6 ვალუტა. Bloomberg-ის მონაცემების მიხედვით, ყველაზე მეტად წელს ვენესუელური ბოლივარი გაუფასურდა - 99%. მას მოსდევს არგენტინული პესო, რომელმაც ამერიკული დოლარის მიმართ საკუთარი ღირებულების 53% დაკარგა. წლის ყველაზე მეტად გაუფასურებულ ვალუტებში მესამე ადგილს იკავებს თურქული ლირა, რომელიც დოლარის მიმართ 38%-ით გაუფასურდა. ბრაზილიური რეალი წლის დასაწყისიდან 20%-ით გაუფასურდა, რუსული რუბლი 15%-ით, ინდური რუპია 11%-ით, ხოლო შვედური კრონა 10%-ით. 8%-ით გაუფასურდა წელს ფილიპინების ვალუტა პესო.

მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის - ჩინეთის ეროვნული ვალუტა დაახლოებით 5%-ით გაუფასურდა, ხოლო ევრო 3%-ით.

აღნიშნულ ქვეყნებში ვალუტების გაუფასურების ძირითად მიზეზად აშშ-ს მონეტარული პოლიტიკა და ასევე, ე.წ. სავაჭრო ომი მიიჩნევა. ამერიკის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ ბოლო 22 თვეში საპროცენტო განაკვეთები 7-ჯერ გაზარდა. გასულ კვირას აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ, ძირითადი საპროცენტო განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით, 2-2.25%-ის დიაპაზონამდე გაზარდა და ძალაში დატოვა ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ეტაპობრივად გამკაცრების გეგმაც.  ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილების შემდეგ, დოლარის ინდექსი ხუთშაბათს 0.3%-ით, 94,507 პუნქტამდე გაიზარდა.

რაც შეეხება საქართველოს რეგიონის ვალუტებს, აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აშშ დოლართან მიმართებაში ყველაზე მკვეთრად გაუფასურდა თურქული ლირა (39.4%-ით) და რუსული რუბლი (9.8%-ით), შედარებით ნაკლებად - სომხური დრამი (0.8%-ით). ხოლო, აზერბაიჯანული მანათი მცირედით (0.3%-ით) გამყარდა. ლირისა და რუბლის გაუფასურების მიზეზად აშშ-ს სანქციები სახელდება.  რაც შეეხება ლარს, აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 3.5%-ით, ხოლო ევროს მიმართ 2.3%-ით გაუფასურდა. 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, 2018 წლის აგვისტოში ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 5.4%-ით, ხოლო ევროს მიმართ 3.2%-ით გაუფასურდა. 16 აგვისტოს 1 დოლარი 2.6343 ლარს შეადგენდა, რაც წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ჩვენ გირჩევთ

იანვარ-სექტემბერში ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 7%-ით გაიზარდა

საქართველოს ბანკის ოფიციალური განცხადება

იანვარ-სექტემბერში ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 7%-ით გაიზარდა

იანვარ-სექტემბერში ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 7%-ით გაიზარდა

წინა სტატია

ISET წელს საქართველოს ეკონომიკის 6.3%-ით ზრდას ელოდება
01 October, 2018

შემდეგი სტატია

ISET: Georgia's Growth Projections Are Strong
01 October, 2018
ილონ მასკი: ოთხი კოვიდ-ტესტი ჩავიტარე, მათგან ორი დადებითი იყო, ორი უარყოფითი
ახალი ამბები ქართულად | Nov, 13, 2020
მთელი ქალაქი შენს სმარტფონში
ინტერვიუ | Nov, 23, 2020
Pfizer-ის ვაქცინის პირველი საჰაერო ტრანსპორტირება განხორციელდა
ახალი ამბები ქართულად | Dec, 01, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker