ბრუნო ბალვანერა EBRD-ის ცენტრალური აზიის მმართველ დირექტორად დაინიშნა

ბალვანერა თბილისში საქმიანობას 15 ნოემბრიდან შეწყვეტს.

ბრუნო ბალვანერა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მმართველ დირექტორად დაინიშნა ცენტრალურ აზიაში. შედეგად, ბალვანერა ბანკის ერთ-ერთ ყველაზე ფართო რეგიონს უხელმძღვანელებს, სადაც EBRD-ის პორტფელი 13.5 მილიარდ დოლარს აღწევს.

აღნიშნულ თანამდებობაზე ბრუნო ბალვანერამ ნატაშა კანჯენკოვა შეცვალა. შედეგად, ბალვანერა სამუშაოდ ასტანაში გადავა, საიდანაც მის მმართველობაში იქნება ყაზახეთში, ყირგიზეთში, მონღოლეთში, ტაჯიკეთში, თურქმენეთსა და უზბეკეთში ბანკის განსახორციელებელი პროექტები.

"ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ცენტრალური აზიის რეგიონში არაერთ პროექტს ახორციელებს, მათ შორის განახლებადი ენერგიისა და კერძო სექტორის წახალისების კუთხით. აღნიშნული ქვეყნების სურვილს, რომ გახდნენ გლობალური ეკონომიკის მოთამაშეები მხარდაჭერა სჭირდება. სწორდ ამ მიზნის მიღწევას შეუწყობს ხელს EBRD", - აცხადებს ბალვანერა.

ბრუნო ბალვანერა EBRD-ში 1996 წლიდან მუშაობს. ამჟამად ის კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში ბანკის დირექტორის თანამდებობას იკავებს, სწორედ აღნიშნულ რეგიონში შედის საქართველოც. ბალვანერა თბილისში საქმიანობას 15 ნოემბრიდან შეწყვეტს.

ჩვენ გირჩევთ

ლარის საშემოდგომო გამოცდა

კანაბისის ბისი

ლარის საშემოდგომო გამოცდა

ლარის საშემოდგომო გამოცდა

წინა სტატია

EBRD appoints Bruno Balvanera new Managing Director, Central Asia
16 ოქტომბერი, 2018

შემდეგი სტატია

18 "დაუსრულებელი" საინვესტიციო პროექტი
16 ოქტომბერი, 2018
ტამანის პორტი მზად არის 220 000 ტონიანი სატვირთო გემების მისაღებად
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 29, 2020
"ან მდიდარი უნდა იყო, ან მდიდრის მეზობელი" – უმსხვილესი თურქი ინვესტორის, გალიფ ოზთურქის გეგმები საქართველოში
ინტერვიუ | ივლ, 07, 2020
21 მილიარდერი და მათი პირველი მილიონი დოლარი
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 25, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker