საქართველო გლობალური კონკურენტუნარიაობის ინდექსში დაწინაურდა

მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა (WEF), გლობალური კონკურენტუნარიანობის 2018 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, მსოფლიოს 140 ქვეყანას შორის საქართველო 66-ე ადგილზეა. გასულ წელს საქართველო 135 ქვეყანას შორის 67-ე ადგილზე იყო. თუმცა, აღსანიშნავია, რომ გასულ წელს საქართველო რეიტინგში 8 საფეხურით ჩამოქვეითდა, შესაბამისად, წლევანდელი მაჩვენებელი კვლავ ჩამოუვარდება 2016-2017 წლის მონაცემს.

საქართველოს მონაცემები ძირითად კრიტერიუმებში შემდეგნაირად შეიცვალა:

ინფრასტრუქტურა - საქართველოს სარეიტინგო ქულა 100-დან 66.7-ია, რაც წინა წელთან შედარებით, გაუარესებული მაჩვენებელია და შედეგად ქვეყანამ  მსოფლიოში 72-ე ადგილი დაიკავა, ნაცვლად გასული წლის 69-ე ადგილისა.

მაკროეკონომიკური სტაბილურობა - 100-დან საქართველოს სარეიტინგო ქულა 74.5-ია და შედეგად ქვეყანა მსოფლიოში 72-ე ადგილს იკავებს, ნაცვლად გასული წლის 48-ე ადგილისა. ეს კრიტერიუმი აერთიანებს ქვეყანაში ინფლაციის მაჩვენებელს და ვალის მდგრადობას. ამ უკანასკნელით, საქართველო მსოფლიოში 85-ე ადგილზეა.

უნარები - 68 ქულით საქართველო მსოფლიოში 45-ე ადგილზეა, რაც წინა წელთან შედარებით გაუმჯობესებული მაჩვენებელია. ეს კრიტერიუმი აერთიანებს სამუშაო ძალის უნარებს, პროფესიული სწავლების მეთოდებს, სამუშაო ძალის გადამზადებას, კრიტიკულ აზროვნებას, მოსახლეობის ციფრულ უნარებს და ა.შ.

შრომითი ბაზრის ეფექტიანობა - 65.6 ქულით, საქართველო მსოფლიოში 31-ე ადგილზეა, რაც წინა წელთან შედარებით, გაუმჯობესებული მაჩვენებელია.

საფინანსო სისტემა - 54 ქულით, საქართველო 88-ე ადგილზეა, რაც ასევე გაუარესებული მაჩვენებელია. გასულ წელს ქვეყანა 63-ე ადგილზე იყო.

ბაზრის ზომა - 40.9 ქულით, საქართველო მსოფლიოში 102-ე ადგილზეა.

ბიზნესის დინამიკა - საქართველო 62 ქულით, მსოფლიოში 53-ე ადგილზეა. აღნიშნულ კრიტერიუმში საქართველო დაწინაურდა. საუკეთესო შედეგი კი ქვეყანას ბიზნესის დაწყების დროის კრიტერიუმში აქვს, - მეოთხე ადგილი მსოფლიოში.

ინოვაციები - 32.7 ქულით, საქართველო მსოფლიოში 85-ე ადგილზეა.

ჩვენ გირჩევთ

ლარის საშემოდგომო გამოცდა

როგორ იცვლება სასტუმროების ფასები საქართველოში და სად ჯდება ყველაზე ძვირი დასვენება

ლარის საშემოდგომო გამოცდა

ლარის საშემოდგომო გამოცდა

წინა სტატია

18 “bitirmemiş” yatırım projesi
16 ოქტომბერი, 2018

შემდეგი სტატია

ოლიგარქი კოსმოსიდან
17 ოქტომბერი, 2018
საქართველოს 100 უმსხვილესი კომპანია
რეიტინგი | ივლ, 20, 2020
ბათუმის ახალი პერსპექტივა
ბიზნესი | ივლ, 21, 2020
ყველაზე შემოსავლიანი აუდიტორული კომპანიები
რეიტინგი | ივლ, 24, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker