სექტემბერში ბანკების მოგება 18 მილიონი ლარით გაიზარდა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიმდინარე წლის სექტემბერში საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 89 მლნ ლარი შეადგინა, რაც 18 მლნ ლარით მეტია 2017 წლის სექტემბრის მაჩვენებელზე. სექტემბერში ბანკებმა მოგების გადასახადის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში 12 მლნ ლარი გადაიხადეს.

სექტემბერში ბანკების შემოსავლებმა 369 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც 278 მლნ ლარი საპროცენტო შემოსავლები, ხოლო 91 მლნ ლარი კი არასაპროცენტო შემოსავლები იყო.

9 თვის ჯამში, იანვარ-სექტემბერში ბანკების მოგება 602 მლნ ლარია, რაც 2017 წლის იანვარ-სექტემბრის მოგებაზე 29 მლნ ლარით (4.7%-ით) ნაკლებია.

გრაფიკი: კომერციული ბანკების წმინდა მოგება, მლნ ლარებში

ჩვენ გირჩევთ

რამდენად ენდობიან საბანკო სისტემას საქართველოში

ეროვნულმა ბანკმა საგადახდო ბარათების რისკებთან დაკავშირებულ ფორუმს უმასპინძლა

რამდენად ენდობიან საბანკო სისტემას საქართველოში

რამდენად ენდობიან საბანკო სისტემას საქართველოში

წინა სტატია

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით EBRD-ის ყოველწლიური ფორუმი გაიმართა
19 ოქტომბერი, 2018

შემდეგი სტატია

სექტემბერში საქართველოს ექსპორტი ევროკავშირში 25 პროცენტით გაიზარდა
19 ოქტომბერი, 2018
როგორ გამოიმუშავებს და ხარჯავს მილიარდებს ელონ მასკი?
ახალი ამბები ქართულად | აპრ, 28, 2020
განსხვავებული ლიბერთი
ინტერვიუ | მაი, 18, 2020
პანდემიის პირისპირ
ინტერვიუ | მაი, 08, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker