დემოკრატიის ინდექსის მიხედვით საქართველო ჰიბრიდული რეჟიმის ქვეყანაა

დემოკრატიის ინდექსს გავლენიანი ბრიტანული გამოცემა “The Economist“ აქვეყნებს. დემოკრატიის დონე საარჩევნო პროცესის, მთავრობის ფუნქციონირების, პოლიტიკაში მონაწილეობისა და პოლიტიკური კულტურის მიხედვით არის განსაზღვრული.

2017 წლის მონაცემების მიხედვით (2018 წლის ჯერ არ გამოქვეყნებულა) საქართველო 79-ე ადგილზეა 167 ქვეყანას შორის. საქართველოს 5.93 ქულა აქვს (მაქსიმალურია 10 ქულა) და ჰიბრიდული რეჟიმის მქონე ქვეყნებს მიეკუთვნება. ჰიბრიდული რეჟიმი გულისხმობს, რომ არჩევნები ბოლომდე სამართლიანად და თავისუფლად არ ტარდება, ხელისუფლება მიმართავს პოლიტიკურ ოპონენტებზე ზეწოლას, სასამართლო არ არის დამოუკიდებელი, ხდება მედიაზე ზეწოლა და ირღვევა კანონის უზენაესობა.

საქართველოს 2016 წელსაც 5.93 ქულა ქონდა, მაგრამ 78-ე ადგილზე იყო. ქულა მნიშვნელოვნად ამაღლდა 2012-2013 წლებში, ხელისუფლების არჩევნებით ცვლილების გამო, მაგრამ შემდეგ პროგრესი აღარ ყოფილა და 2017 წლის ქულა 2013 წლის ქულაზე დაბალია.

დემოკრატიის ინდექსში ლიდერები ნორვეგია, ისლანდია და შვედეთი არიან. ბოლო ადგილებს კი ჩრდილოეთ კორეა და სირია ინაწილებენ.

საქართველოს ქულა დემოკრატიის ინდექსში, წლების მიხედვით:

ჩვენ გირჩევთ

აკვამლებულები

გაუთლელი ხის მთლელი

აკვამლებულები

აკვამლებულები

წინა სტატია

Macedonia Referendum Provides an Opportunity to Beta Test Blockchain-Powered Notarization Platform
23 October, 2018

შემდეგი სტატია

საქართველოში მუშაობას ExxonMobil იწყებს
23 October, 2018
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია
რეიტინგი | Oct, 01, 2020
ქართული სტარტაპების რეიტინგი მოზიდული ინვესტიციებით
რეიტინგი | Oct, 05, 2020
ყველაზე ცუდი გარიგება
მოსაზრება | Oct, 03, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker