BITFURY-ს აქციები, შესაძლოა, საფონდო ბირჟაზე განთავსდეს

BITFURY-ს აქციები, შესაძლოა, საფონდო ბირჟაზე განთავსდეს

Bitfury, შესაძლოა, კრიპტომაინინგის პირველი კომპანია გახდეს ევროპაში, რომელიც აქციებს განათავსებს საფონდო ბირჟაზე. ინფორმაციას ihodl.com საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

კომპანია ამჟამად ეძებს მსოფლიო საინვესტიციო ბანკებს, იმისთვის, რომ განათავსოს საკუთარი აქციები ამსტერდამის, ლონდონის ან ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟაზე 2019 წლის დასაწყისში.

თუკი Bitfury ბირჟაზე გავა, მისი ფასი დაახლოებით $3 მილიარდიდან $5 მილიარდამდე იქნება.

შეგახსენებთ, რომ Bitfury ბლოკჩეინის სრულ სერვისს სთავაზობს მომხმარებლებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *