IMF-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.5%-დან 5%-მდე შეამცირა. მიზეზად, საქართველოს მტავარ სავაჭრო პარტნიორებში შექმნილი ეკონომიკური ვითარება სახელდება.

"ივლისამდე ქვეყნის ეკონომიკა სწრაფად იზრდებოდა ძირითად სავაჭრო პარტნიორთა მაღალი ზრდისა და აქტიური ადგილობრივი მოთხოვნის გამო. თუმცა, ეს ფაქტორები ბოლოხანს შერბილდა. შესაბამისად, ჩვენ შევამცირეთ საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი: 2018 წლისთვის - 5 პროცენტამდე (მანამდე არსებული 5.5 პროცენტიდან); ხოლო 2019 წლისთვის ზრდის პროგნოზი 4.6 პროცენტის დონეზე განვსაზღვრეთ. ექსპორტის, ტურიზმის და საერთაშორისო გადმორიცხვების მაღალი ზრდის მიუხედავად მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2018-2019 წლებში მცირედით მატულობს საწვავის ფასების ზრდის გამო. ეკონომიკურ აქტივობას ხელს უწყობდა დაკრედიტების ზრდა", - განმარტავს ფონდი.

ფონდი აღნიშნავს, რომ 2018 წლის პირველ ნახევარში ფისკალური ბალანსი მოსალოდნელზე მაღალი იყო, ეკონომიკის ზრდის მაღალ ტემპთან დაკავშირებული მაღალი შემოსავლების და დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების დაგვიანების გამო. მიმდინარე წლის ფისკალური დეფიციტი მშპ-ს 2.3 პროცენტის დონეზეა ნავარაუდები.

"მოსალოდნელია, რომ 2018-2019 წლებში წლიური ინფლაცია ეროვნული ბანკის 3 პროცენტიან მიზნობრივ მაჩვენებლთან ახლოს შენარჩუნდება. გაცვლითი კურსის მოქნილობის შენარჩუნება უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს დასაცავად საგარეო შოკებისგან", - განმარტავს სავალუტო ფონდი.

ამასთან, IMF საფინანსო სექტორში დაგეგმილ რეგულაციებსაც აფასებს:

"ეკონომიკაზე შესაძლო უარყოფითი გავლენის მქონე რისკები გაზრდილია. ეს ძირითადად უკავშირდება რეგიონში მიმდინარე მოვლენებს, განვითარებად ბაზრებში არსებულ რყევებს, ქვეყანათაშორის ინტეგრაციისა და გლობალური ზრდის ტემპის შენელებას. ამასთან, ფინანსური სფეროს ახალი რეგულაციების გამო დაკრედიტების ზრდის მოსალოდნელზე მეტად შენელებამ, შესაძლოა, ეკონომიკის ზრდა დროებით შეამციროს. რისკების გათვალისწინებით აუცილებელია გაცვლითი კურსის მოქნილობის გაგრძელება, გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის განხორციელება ბუფერების/რეზერვების ზრდის მიმართულებით და ფინანსური სექტორის ჯანსაღი პოლიტიკის გატარება.

ჩვენ მივესალმებით ხელისუფლების განუხრელ გადაწყვეტილებას გააუმჯობესოს თავისი ფისკალური და სახელმწიფო ინვესტიციების მართვის ჩარჩო, გააძლიეროს საგადასახადო სამსახური, შეზღუდოს ფისკალური რისკები, და დახვეწოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების კონტროლი. ფინანსური სექტორის რეფორმები კვლავაც მიმართული უნდა იყოს ფინანსური მდგრადობის გაძლიერებაზე. ფიზიკურ პირთა ჯანსაღი დაკრედიტების მიმართულებით შეთავაზებული რეგულაციის მიზნები მართებულია ჭარბი ვალის ტვირთისგან ფიზიკურ პირთა დასაცავად და ფინანსური სტაბილურობის რისკების შესამცირებლად. მაშინ, როცა მოსალოდნელია, რომ ამ რეგულაციის გრძელვადიანი ეფექტი პოზიტიური იქნება, ის უნდა ჩამოყალიბდეს და გაკონტროლდეს ყურადღებით, რათა მოსალოდნელზე მეტად არ შეანელოს დაკრედიტების ზრდა. სტრესის პირობებში ლიკვიდობის მიწოდებისა და ბანკების რეზოლუციის ჩარჩოს შექმნა ხელს შეუწყობს ფინანსური სტაბილურობის ზრდას. ამასთან, დოლარიზაციის შემცირება უნდა გაგრძელდეს მიზანმიმართული და ბაზარზე ორიენტირებული პრუდენციული ღონისძიებებით, რომლებიც ითვალისწინებს არაჰეჯირებულ მსესხებლებზე უცხოური ვალუტით სესხის გაცემის რისკებს, და ფინანსური განათლებისა და მომხმარებელთა დაცვის გზით", - განმარტავს IMF.

შეგახსენებთ, რომ სავალუტო ფონდმა საქართველოში არსებული პროგრამის შემდგომი მიმოხილვა დაასრულა და შედეგად, ქვეყანა დაახლოებით 41.6 მლნ დოლარს მიიღებს.

ჩვენ გირჩევთ

რისთვის ჯარიმდებიან მოქალაქეები და ბიზნესი

ინვესტორი

რისთვის ჯარიმდებიან მოქალაქეები და ბიზნესი

რისთვის ჯარიმდებიან მოქალაქეები და ბიზნესი

წინა სტატია

За что штрафуют граждан и бизнес
29 ოქტომბერი, 2018

შემდეგი სტატია

IMF Assesses Current Program In Georgia
30 ოქტომბერი, 2018
ტამანის პორტი მზად არის 220 000 ტონიანი სატვირთო გემების მისაღებად
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 29, 2020
"ან მდიდარი უნდა იყო, ან მდიდრის მეზობელი" – უმსხვილესი თურქი ინვესტორის, გალიფ ოზთურქის გეგმები საქართველოში
ინტერვიუ | ივლ, 07, 2020
21 მილიარდერი და მათი პირველი მილიონი დოლარი
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 25, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker