საქართველო Doing Business-ის რეიტინგში დაწინაურდა და მეექვსე ადგილზე გადაინაცვლა

საქართველო Doing Business-ის რეიტინგში დაწინაურდა და მეექვსე ადგილზე გადაინაცვლა. გასულ წელს ქვეყანა რეიტინგში მეცხრე, მანამდე კი მე-16 ადგილს იკავებდა. 

მსოფლიო ბანკის რეიტინგში ქვეყნის სარეიტინგო ქულა 83.28-ია. წინა წელთან შედარებით (82.04), საქართველოს სარეიტინგო ქულა გაზრდილია. ამასთან, საქართველოს სარეიტინგო ქულა უსწრებს რეგიონის საშუალო ქულას, რომელიც 72.3-ს შეადგენს.

რეიტინგი სხვადასხვა კრიტერიუმებს მოიცავს, საუკეთესო შედეგი კი საქართველოს მინორიტარი აქციონერების დაცვის კრიტერიუმში აქვს და მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს გასული წლის მსგავსად. ბიზნესის დაწყების კრიტერიუმში საქართველო მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა. ასევე მეოთხე ადგილს იკავებს საქართველო ქონების რეგისტრაციის კრიტერიუმშიც. 

ერთ-ერთი ყველაზე ცუდი პოზიცია საქართველოს კრიტერიუმში "ვაჭრობა საზღვრების გარეშე" აქვს, რომლის მიხედვითაც ქვეყანა 43-ე ადგილზეა. 

ყველაზე მეტად საქართველოს სარეიტინგო ქულა გადასახადების გადახდის კრიტერიუმში გაუმჯობესდა, სადაც ზრდამ 1.89 ქულა შეადგინა. 

მსოფლიო ბანკის რეიტინგში ჯამში მსოფლიოს 190 ქვეყანა ფასდება. 

საქართველოს პოზიცია არცერთ კრიტერიუმში არ გაუარესებულა.

ჩვენ გირჩევთ

რისთვის ჯარიმდებიან მოქალაქეები და ბიზნესი

IMF-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა

რისთვის ჯარიმდებიან მოქალაქეები და ბიზნესი

რისთვის ჯარიმდებიან მოქალაქეები და ბიზნესი

წინა სტატია

მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტები
31 ოქტომბერი, 2018

შემდეგი სტატია

QNET-ის ხედვა
01 ნოემბერი, 2018
ტამანის პორტი მზად არის 220 000 ტონიანი სატვირთო გემების მისაღებად
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 29, 2020
21 მილიარდერი და მათი პირველი მილიონი დოლარი
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 25, 2020
არა მხოლოდ ბანკი, არამედ პარტნიორი
ინტერვიუ | ივნ, 24, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker