წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას 40 მილიონი ლარის დამატება დასჭირდება

მიმდინარე წლის გასულ 10 თვეში, იანვარ-ოქტომბერში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში 619 მლნ ლარი დაიხარჯა, თვეში საშუალოდ 62 მლნ ლარი იხარჯებოდა. შესაბამისად, წლის ბოლომდე კიდევ 120 მლნ ლარი უნდა დაიხარჯოს, რაც ნიშნავს, რომ ამჟამად არსებული წლიური გეგმა - 704 მლნ ლარი, დაახლოებით 40 მლნ ლარით არის გასაზრდელი.

2014 წლიდან მოყოლებული, საყოველთაო ჯანდაცვას თავდაპირველი გეგმით გამოყოფილი თანხა არასდროს ყოფნის. მიუხედავად იმისა, რომ ახრჯების შემზღუდველი სხვდასხვა ნორმა ამოქმედდა, საყოველთაო მხოლოდ დასახელაბაში ადრჩა და რეალურად საყოველთაო აღარ არის, ახრჯების ზრდა მაინც ვერ შეჩერდა. ეს ჯანდაცვის სერვისების გაძვირებით და არაეფექტიანი ხარჯვით არის გამოწვეული.

სამინისტრომ დამატებითი 40 მლნ ლარი ან სხვა პროგრამებიან ეკონომიით უნდა დააფინანსოს ან სამინისტროს მთლიანი ბიუჯეტი უნდა შეიცვალოს, რაც 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის ცვლილებას საჭიროებს.

ცხრილი1. ჯანდაცვის სამინისტროს 2018 წლის ბიუჯეტის გეგმა და 10 თვის შესრულება

ბიუჯეტის მუხლები

2018 წლის გეგმა

10 თვის ფაქტი

სხვაობა

სამინისტროს ბიუჯეტი სულ

3528

2895

633

პროგრამების მართვა

47.6

43.8

3.8

პენსია და სოციალური დახმარება

2468

2026

442

ჯანდაცვა

983

815

168

  საყოველთაო ჯანდაცვა

704

619

85

  საზოგადოებრივი ჯანდაცვა

98.5

61

37.5

  სამედიცინო მომსახურება პრიორიტეტულ სფეროებში

180

136

44

სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაცია/აღჭურვა

25

8

17

შრომისა და დასაქმების სისტემის რეფორმების პროგრამა

3.7

2.4

1.3

წყარო: ფინანსთა სამინისტრო და სახელმწიფო ხაზინა

ჩვენ გირჩევთ

მარად ახალგაზრდა

QNET-ის ხედვა

მარად ახალგაზრდა

მარად ახალგაზრდა

წინა სტატია

Грузия продвинулась в рейтинге Doing Business и занимает шестое место
31 ოქტომბერი, 2018

შემდეგი სტატია

2019 წლიდან ოქროსფერი 50-თეთრიანების გადაცვლა მხოლოდ ეროვნულ ბანკში იქნება შესაძლებელი
01 ნოემბერი, 2018
ყველაზე მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | აგვ, 30, 2020
საქართველოს ტოპ 7 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობებით
საქართველო | სექ, 03, 2020
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა შტატები გააფრთხილა ვაქცინის დისტრიბუციისთვის ორ თვეში მზად იყვნენ
ახალი ამბები ქართულად | სექ, 04, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker