ოქტომბერში საქართველოს ექსპორტი 15 პროცენტით გაიზარდა

ოქტომბერში საქართველოს ექსპორტი 15 პროცენტით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის ოქტომბერში 2017 წლის ოქტომბერთან შედარებით, საქართველოდან საქონლის ექსპორტი 15%-ით (40 მლნ დოლარით), ხოლო იმპორტი 19%-ით (137 მლნ დოლარით) გაიზარდა.

2018 წლის ოქტომბერში საქართველოს საქონლის ექსპორტმა 303 მლნ დოლარი, ხოლო იმპორტმა 868 მლნ დოლარი შეადგინა. უარყოფითი სავაჭრო ბალანსი კი 565 მლნ დოლარი იყო, რაც 2017 წლის ოქტომბრის უარყოფით ბალანსზე 97 მლნ დოლარით მეტია.

10 თვის ჯამში, 2018 წლის იანვარ-ოქტომბერში ექსპორტი 24.5%-ით, ხოლო იმპორტი 19%-ით გაიზარდა. სავაჭრო დეფიციტი კი 15%-ით (634 მლნ დოლარით) არის გაზრდილი.

ოქტომბრის საგარეო ვაჭრობის დეტალური მაჩვენებლები 19 ნოემბერს გამოქვეყნდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *