საქართველოს ბანკის პარტნიორობით popXspotlight-ი გაიმართა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით რიგით პირველი popXspotlight გაიმართა. ეს არის მარკეტინგული ღონისძიება Spotlight-ების სერიიდან, რომელიც ინოვაციებსა და ტექნოლოგიებს მიეძღვნა. საქართველოს ბანკისათვის, როგორც კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბანკისთვის მნიშვნელოვანია განათლების ხელშეწყობა, სფოთლაითი კი საუკეთესო სივრცეა გამოცდილების გაზიარებისა და იდეების გაცვლისთვის.  საქართველოს ბანკი მხარს უჭერს ფორმატს - გამორჩეული და საინტერესო იდეების მქონე ადამიანებს, ჰქონდეთ შესაძლებლობა, ფართო საზოგადოებას გააცნონ საკუთარი მიგნებები, არაორდინალური იდეები, ხედვები და ღირებულებები. 

popXspotlight-ის პირველი ღონისძიების თემა იყო „გამბედაობა“. ღონისძიებაზე საკუთარი გამოცდილება აუდიტორიას პანელდისკუსიებისა თუ 13 წუთიანი გამოსვლების, ვორკშოფების საშუალებით, 26-მა მონაწილემ გაუზიარა.  სპეციალურად ღონისძიებისთვის მოეწყო ექსპერიმენტული ოთახი და ოთახი ვორკშოპებისთვის. ღონისძიების პირველი ნაწილი მოიცავდა  5 დარბაზსა და 5 განსხვავებულ გამოცდილებას. სფოთლაითის მეორე ნაწილი დაეთმო ტრადიციულ ფორმატს, რომლის ფარგლებში 11-მა სპიკერმა 13+2 წუთში დამსწრე საზოგადოებას გაუზიარა საკუთარ გამოცდილება, ხედვა და მოსაზრებები.   

„საქართველოს ბანკი კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში spotlight-ის ოფიციალური პარტნიორია. ბანკისათვის მნიშვნელოვანია განათლების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ხელშეწყობა. ეს მიმართულებები წლებია ბანკის უცვლელ პრიორიტეტად რჩება. საქართველოს ბანკი მუდმივად ზრუნავს, რათა საკუთარ მომხმარებელს ინოვაციური პროდუქტები თუ სერვისები შესთავაზოს. ბანკი დიდ რესურსს დებს ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით.  ამის დასტურია ის, რომ საქართველოს ბანკი პირველია როგორც საქართველოში, ისე რეგიონში, ვინც ღია ბანკინგის სტრატეგიის დანერგვა დაიწყო და ფინტექ სტარტაპების ხელშეწყობის მიზნით, შექმნა ახალი სტრატეგიული მიმართულება BOG Fintech, სპეციალური პლატფორმა www.fintech.ge და ე.წ. API Sandbox - მზა პროგრამული გარემო ბანკის სერვისებთან ინტეგრირებული პროტოტიპების მარტივად შესაქმნელად. საქართველოს ბანკი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს“, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ.  

ჩვენ გირჩევთ

როგორ შეიცვალა ხელფასების “მსყიდველუნარიანობა” ბოლო ერთ წელში

BOG Fintech-ის მხარდაჭერით DevFest თბილისი გაიმართა

როგორ შეიცვალა ხელფასების “მსყიდველუნარიანობა” ბოლო ერთ წელში

როგორ შეიცვალა ხელფასების “მსყიდველუნარიანობა” ბოლო ერთ წელში

წინა სტატია

რატომ შეფერხდა NFL-ის გუნდების ღირებულებათა ბუმი?
20 ნოემბერი, 2018

შემდეგი სტატია

У каких банков больше всего «неработающих кредитов»
19 ნოემბერი, 2018
საქართველოს ტოპ 7 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობებით
საქართველო | სექ, 03, 2020
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა შტატები გააფრთხილა ვაქცინის დისტრიბუციისთვის ორ თვეში მზად იყვნენ
ახალი ამბები ქართულად | სექ, 04, 2020
რამდენი მილიონი ლარის შემოსავალი აქვს Adjarabet-ს
ახალი ამბები ქართულად | სექ, 18, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker