ფეხბურთელთა სატრანსფერო თანხების ჯამურმა რაოდენობამ $4 მილიარდს გადააჭარბა

28 იანვარს ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციამ (FIFA) გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში, რომელიც პროფესიონალ ფეხბურთელთა გლობალური სატრანსფერო ბაზრის მონაცემებს ასახავს.

ანგარიშის მიხედვით, 2014 წელს ფეხბურთელთა საერთაშორისო ტრანსფერების რაოდენობა 2.9 პროცენტით გაზარდა წინა წელთან შედარებით – სულ 13 090 ტრანსფერი შედგა (12 718 ტრანსფერი – 2013 წელს). სატრანსფერო თანხების ჯამურმა რაოდენობამ პირველად გადააჭარბა 4 მილიარდ დოლარს და $4.06 მილიარდი შეადგინა ($3.98 მილიარდი – 2013 წელს).

ბრაზილია ყველაზე აქტიური ქვეყანა იყო 2014 წლის სატრანსფერო ბაზარზე, ერთი წლის განმავლობაში ბრაზილიაში 646 უცხოელი ფეხბურთელი ჩავიდა, ხოლო ქვეყნიდან 689 მოთამაშე გავიდა.

ინგლისმა ყველაზე მეტი ($1.17 მილიარდი) დახარჯა სატრანსფერო ბაზარზე, ესპანეთმა კი ყველაზე მეტი მიიღო – 667 მილიონი დოლარი.

წინა სტატია

iPhone-ის გაყიდვების სარეკორდო მაჩვენებლები
28 January, 2015

შემდეგი სტატია

ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას იწყებს
30 January, 2015
ილონ მასკი: ოთხი კოვიდ-ტესტი ჩავიტარე, მათგან ორი დადებითი იყო, ორი უარყოფითი
ახალი ამბები ქართულად | Nov, 13, 2020
მთელი ქალაქი შენს სმარტფონში
ინტერვიუ | Nov, 23, 2020
Pfizer-ის ვაქცინის პირველი საჰაერო ტრანსპორტირება განხორციელდა
ახალი ამბები ქართულად | Dec, 01, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker