ნოემბერში სამომხმარებლო პროდუქცია 0.7 პროცენტით გაძვირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ნოემბერში სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების ფასების დონე 0.7%-ით გაიზარდა, წლიურმა ინფლაციამ (12 თვის) კი 1.9% შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ ბოლო ერთ წელიწადში სამომხმარებლო პროდუქცია 1.9%-ით გაძვირდა.
ნოემბერში ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები - 1.4%, ავეჯი და საოჯახო ნივთები - 1.8%, ჯანმრთელობის დაცვა - 0.3%.
ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად ჯანმრთელობის დაცვის ფასი გაიზარდა - 5.5%-ით. ტრანსპორტო მომსახურება გაძვირდა 3.8%-ით. 4.6%-ით გაიზარდა ალკოჰოლური სასმელების და თამბაქოს ფასები. ტანსაცმელი და ფეხსაცმელი 6.4%-ით გაიაფდა.