მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სატელევიზიო წამყვანები

მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სატელევიზიო წამყვანები

ჯუდი შეინდლინმა გასულ წელს $147 მილიონის შემოსავალი მიიღო და ამ მაჩვენებლით პლანეტის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სატელევიზიო წამყვანი გახდა.

Forbes-ის ვერსიით, Judge Judy’s-ს წამყვანს შემოსავლის უმეტესობა გასულ წელს შოუს CBS-ისთვის მიყიდვამ მოუტანა, საიდანაც მან $100 მილიონი მიიღო. სატელევიზიო წამყვანის ქონება $400 მილიონს შეადგენს და Forbes-ის მიხედვით, ამერიკაში რიგით 48-ე ყველაზე მდიდარი ქალია. ამერიკულ რეალითი შოუ Judge Judy-ს ყოველდღიურად 10 მილიონამდე მაყურებელი ჰყავს. შოუ სხვადასხვა სამართალდარღვევებზე სასამართლოს გადაწყვეტილებებს აცნობს მაყურებელს.

რეიტინგში მეორე ადგილზე ელენ დეჯენერესია. მან ერთ წელში $87.5 მილიონის შემოსავალი მიიღო. ამერიკელი წამყვანისთვის ეს წელი ერთ-ერთი ყველაზე მოგებიანი აღმოჩნდა. მხოლოდ Netflix -სგან მან $20 მილიონი მიიღო. თანხის დანარჩენი ნაწილი მან საკუთარი შოუსგან და სხვა გადაცემების (Little Big Shots, Splitting Up Together) პროდუსერობისგან მიიღო.

მესამე ადგილზე DR. ფილ მაკგროუა. მან წლიურად $77.5 მილიონის შემოსავალი მიიღო. ის პრაქტიკოსი ექიმი არაა, თუმცა დააფუძნა აპლიკაცია სახელმწოდებით Doctors on Demand, რომელიც მომხმარებელს ფსიქოლოგებთან და ფსიქიატრებთან აკავშირებს. მის სახელს უკავშირდება გადაცემები The Bull, The Doctors და  Daily Mail TV.

რეიტინგში მეოთხე ადგილი დაიკავა რაიან სეკრესტმა, რომელმაც წლიურად $74 მილიონი გამოიმუშავა. სატელევიზიო, რადიო წამყვანსა და პროდუსერს განსაკუთრებული პოპულარობა American Idol-მა მოუტანა.

ხუთეულს კი სტივ ჰარვი ასრულებს. მან ერთ წელში $44 მლნ გამოიმუშავა. ის წლების განმავლობაში სხვადასხვა გადაცემების წამყვანი იყო, მათგან ყველაზე ცნობადი კი Family Feud გახდა. გასულ წელს მან ახალი შოუ სახელწოდებით Steve  დაიწყო.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *