რატომ გაუარესდა ბიზნესის მოლოდინები და განწყობა

რატომ გაუარესდა ბიზნესის მოლოდინები და განწყობა

წლის მეოთხე კვარტალში ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) გაუარესდა და 29.9 პუნქტამდე შემცირდა, რაც 5.5 პროცენტული პუნქტით ჩამოუვარდება წინა კვარტლის მაჩვენებელს.

ბიზნესის განწყობის ინდექსს ISET-ი BIA-სთან და ICC Georgia-სთან ერთად ადგენს. ბიზნესის განწყობის ინდექსის შემცირება განპირობებულია როგორც მოლოდინების, ისე გასული სამი თვის განმავლობაში საქმიანობის გაუარესებით ბიზნესის სხვადასხვა სექტორში. სხვა სექტორებთან შედარებით, მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის სექტორებმა ყველაზე პესიმისტურად შეაფასეს როგორც მიმდინარე საქმიანობა, ისე მოლოდინები. აღსანიშნავია, რომ საცალო ვაჭრობის სექტორი ყველაზე ოპტიმისტურად არის განწყობილი. 

ბიზნესის ოპტიმიზმის ინდექსი მნიშვნელოვნად არის შემცირებული და 50.1 პუნქტს შეადგენს. მრეწველობის სექტორთან ერთად, საფინანსო და სოფლის მეურნეობის სექტორებმა ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ბიზნეს სექტორის შემცირებულ ოპტიმიზმში. 

დიდი ზომის კომპანიებისათვის საქმიანობის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან შემზღუდველ ფაქტორად ფინანსებზე ხელმისაწვდომობა და სამუშაო ძალა რჩება, მცირე და საშუალო ზომის კომპანიების უმეტესობა კი მთავარ ხელისშემშლელ ფაქტორად კვლავ ფინანსებზე ხელმისაწვდომობასა და მოთხოვნის სიმცირეს ასახელებს. 

დაბალი მოთხოვნა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობა კვლავ ბიზნეს საქმიანობის მთავარი შემზღუდველი ფაქტორებია. გამოკითხვაში მონაწილე 131 კომპანიიდან, დიდი ზომის კომპანიების 29%-მა და მცირე და საშუალო ზომის კომპანიების 30%-მა ფინანსებზე ხელმისაწვდომობა დაასახელა ბიზნეს საქმიანობის მთავარ შემზღუდველ ფაქტორად. მაშინ, როცა დიდი ზომის კომპანიების 6%-სა და მცირე და საშუალო ზომის კომპანიების 32%-თვის მოთხოვნის სიმცირე არის საქმიანობის მთავარი შემზღუდველი ფაქტორი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *