მესამე კვარტალში უცხოური ინვესტიციები 48 პროცენტით შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის მესამე კვარტალში საქართველოში 323 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც 48%-ით (300 მლნ დოლარით) ნაკლებია 2017 წლის მესამე კვარტლის მონაცემებზე.

პირველი სამი კვარტლის ჯამში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 27%-ით (373 მლნ დოლარით) შემცირდა.

2018 წლის მესამე კვარტალში ყველაზე მსხვილი ინვესტორი ქვეყნები იყვნენ ნიდერლანდები (50 მლნ დოლარი), სამხრეთ კორეა (40 მლნ დოლარი) და აზერბაიჯანი (33 მლნ დოლარი). ინვესტიციები ყველაზე მეტად კორეადან (15 მლნ დოლარი) და პანამადან (11 მლნ დოლარი) გაიზარდა, ხოლო ყველაზე მეტად აზერბაიჯანიდან (118 მლნ დოლარით) და თურქეთიდან (109 მლნ დოლარით) შემცირდა.

ეკონომიკის სექტორების მიხედვით, ყველაზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა დამამუშავებელ მრეწველობაში  (56.5 მლნ), ენერგეტიკაში (46.3 მლნ) და ტრანსპორტში (45.6 მლნ), ხოლო ყველაზე ცოტა ჯანდაცვაში (1.3 მლნ) და სოფლის მეურნეობაში (4.8 მლნ).

ფრაფიკი: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში, მლნ დოლარი

 

III კვ. 2017

III კვ. 2018

დამამუშავებელი მრეწველობა

43.9

56.5

ენერგეტიკა

92.3

46.3

ტრანსპორტი

164.7

45.6

უძრავი ქონება

31.8

38.4

სასტუმროები და რესტორნები

29.7

36.0

საფინანსო სექტორი

71.5

21.2

სამთომოპოვებითი მრეწველობა

13.2

14.4

კავშირგაბმულობა

7.7

9.0

მშენებლობა

117.1

6.2

სოფლის მეურნეობა

4.8

4.8

ჯანმრთელობის დაცვა

1.8

1.3

დანარჩენი სექტორები

44.2

42.9

სულ

623

323

წყარო: საქსტატი

ჩვენ გირჩევთ

ნოემბერში უცხოური ვალუტის რეზერვები 6 მილიონი დოლარით შემცირდა

რატომ არ იაფდება ბენზინი, როცა ნავთობის ფასი ეცემა?

ნოემბერში უცხოური ვალუტის რეზერვები 6 მილიონი დოლარით შემცირდა

ნოემბერში უცხოური ვალუტის რეზერვები 6 მილიონი დოლარით შემცირდა

წინა სტატია

10 Countries Whose Citizens Spend the Most Amount of Money When Visiting Georgia
05 დეკემბერი, 2018

შემდეგი სტატია

პირველი წინსაფრიდან იმპერიამდე
10 დეკემბერი, 2018
ტამანის პორტი მზად არის 220 000 ტონიანი სატვირთო გემების მისაღებად
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 29, 2020
"ან მდიდარი უნდა იყო, ან მდიდრის მეზობელი" – უმსხვილესი თურქი ინვესტორის, გალიფ ოზთურქის გეგმები საქართველოში
ინტერვიუ | ივლ, 07, 2020
21 მილიარდერი და მათი პირველი მილიონი დოლარი
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 25, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker