2018 წლის მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ავტორები

Forbes-ი მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ავტორების ყოველწლიურ სიას აქვეყნებს.

გამოცემის ცნობით, მსოფლიოს 11-მა ყველაზე მაღალანაზღაურებადმა ავტორმა ერთ წელში მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში 24.5 მილიონი წიგნი გაყიდა. 

წლის ყველაზე მაღალანაზღაურებად ავტორად ჯეიმზ პეტერსონი დასახელდა, რომელმაც ეს სტატუსი ჯოან როულინგს ჩამოართვა. პეტერსონმა 1 წელში შემოსავლის სახით, 86 მილიონი დოლარი მიიღო. მან წლის განმავლობაში აშშ-ში 4.8 მლნ წიგნი გაყიდა. პეტერსონი დეტექტიური ჟანრის უმაღლესი ჯილდოს, “ედგარ ალან პოს პრემიის” მფლობელია. მას განსაკუთრებული პოპულარობა წიგნმა “ობობას გამოჩენა” მოუტანა. 

რაც შეეხება ლეგენდარული ჰარი პოტერის ავტორს, ჯოან როულინგი წელს მეორე ადგილზეა.  მან წლიურად 54 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, თუმცა ეს მან ისე შეძლო, რომ 2018 წელს ჰარი პოტერის ახალი წიგნი არ გამოსულა. მისი ავტორობით, 1 წელიწადში ამერიკაში 2.9 მლნ წიგნი გაიყიდა. 

სიაში მესამე ადგილს სტივენ კინგი იკავებს, რომელმაც წლიურად 27 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. საშინელებათ ჟანრის “მეფემ” 2.7 მლნ წიგნის რეალიზება მოახდინა წლიურად. მწერლის შემოსავლები განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც მისი რომანის - IT ეკრანიზაცია მოხდა, ჯერ კიდევ გასული საუკუნის ბოლოს. 

მეოთხე პოზიციაზე ჯონ გრიშემია. ამერიკელმა ნოველისტმა წლიურად 21 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. ავტორის ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად წიგნად A Time To Kill სახელდება. 

ხუთეულს ჯეფ კინი ასრულებს, რომელმაც ერთ წელში 18.5 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. მისი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წიგნის სახელია “წრიპა ბიჭის დღიური”, რომელიც გრაფიკული რომანების სერიას წარმოადგენს და 2007 წლიდან ბესტსელერად ითვლება.

ჩვენ გირჩევთ

2018 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი მუსიკოსები

საქართველო: მე-6 ადგილი ბიზნესის კეთების რეიტინგში

2018 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი მუსიკოსები

2018 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი მუსიკოსები

წინა სტატია

აბრძანდით, ბატონებო, სასამართლო მოდის!
13 დეკემბერი, 2018

შემდეგი სტატია

მსოფლიოს ყველაზე დატვირთული პორტები
14 დეკემბერი, 2018
როგორ გამოიმუშავებს და ხარჯავს მილიარდებს ელონ მასკი?
ახალი ამბები ქართულად | აპრ, 28, 2020
განსხვავებული ლიბერთი
ინტერვიუ | მაი, 18, 2020
პანდემიის პირისპირ
ინტერვიუ | მაი, 08, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker