ნოემბერში ფულადი გზავნილები 9 პროცენტით გაიზარდა

საზღვარგარეთ დასაქმებულთა მიერ საქართველოში გადმორიცხული თანხები 2018 წლის ნოემბერში, 2017 წლის ნოემბერთან შედარებით, 9%-ით (11 მლნ დოლარით) გაიზარდა. ნოემბერში სულ 133 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც ნოემბრის თვის რეკორდული მაჩვენებელია. არასდროს ნოემბერში საქართველოში 133 მლნ დოლარი და მეტი თანხა არ გადმორიცხულა.

ნოემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 19.7 მლნ დოლარი გადაირიცხა, რაც 174 ათასი დოლარით ნაკლებია 2017 წლის ნოემბრის მაჩვენებელზე.

წელს იანვარ-ნოემბერში, ჯამში, 1 426 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც 2017 წლის იანვარ-ნოემბრის მაჩვენებელზე 15%-ით (185 მლნ დოლარით) მეტია.

ნოემბერში საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილების ზრდა მნიშვნელოვანწილად იტალიიდან, საბერძნეთიდან, პოლონეთიდან, ისრაელიდან და აშშ-დან ჩამორიცხვების ზრდამ განაპირობა.

ცხრილი: ქვეყნები, საიდანაც ფულადი გზავნილები ყველაზე მეტად გაიზარდა, მლნ დოლარი

ქვეყანა

ნოემბერი, 2017

ნოემბერი,  2018

ზრდა

იტალია

12.9

16.5

3.6

საბერძნეთი

12.5

14.6

2.1

პოლონეთი

0.5

2.2

1.7

ისრაელი

11.5

13

1.5

აშშ

11.6

13

1.4

წყარო: ეროვნული ბანკი

ჩვენ გირჩევთ

მსოფლიოს ყველაზე დატვირთული პორტები

ნოემბერში საქართველოს ექსპორტი 20 პროცენტით გაიზარდა

მსოფლიოს ყველაზე დატვირთული პორტები

მსოფლიოს ყველაზე დატვირთული პორტები

წინა სტატია

17 დეკემბერს ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების რიგით მეოთხე ღონისძიება გაიმართება
14 December, 2018

შემდეგი სტატია

ხელჩანთებში ჩაქსოვილი ქართული ტრადიციები
14 December, 2018
A New Trend in the Development Sector
კომპანიები | Dec, 25, 2020
მასკის თქმით, მან ერთხელ Apple-ის CEO-ს ტიმ კუკს მიმართა Tesla-ს შეძენის თხოვნით
ახალი ამბები ქართულად | Dec, 23, 2020
Hilton Apartment Start of the company's activity in Georgia
ინტერვიუ | Dec, 17, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker