საქართველოში ინტერნეტ გადახდების რაოდენობა წლიურად 154%-ით გაიზარდა

საქართველოში ინტერნეტ გადახდების რაოდენობა წლიურად 154%-ით გაიზარდა

წლიდან წლამდე ინტერნეტით განხორციელებული ოპერაციების რაოდენობა იზრდება. თუკი მაგალითად 3 წლის წინ – 2015 წლის III კვარტალში ინტერნეტით 3 მილიონი ინტერნეტ გადახდა განხორციელდა, რომელიც თანხობრივად 138 მლნ ლარს შეადგენდა, 2018 წლის III კვარტალში ეს მაჩვენებელი 11.7 მილიონ გადახდამდე, თანხობრივად კი 722 მილიონ ლარამდე გაიზარდა. 

წინა (მეორე) კვარტალთან შედარებით ქართული ბარათებით შესრულებული ინტერნეტ–გადახდები გაიზარდა 11%-ით რაოდენობრივად და 26%-ით თანხობრივად. 

2017 წლის III კვარტალთან შედარებით, ინტერნეტ-გადახდების რაოდენობა გაიზარდა 154%-ით და თანხა 183%-ით.

ინტერნეტ-გადახდების წილი სულ პოს-გადახდებში გაიზარდა 1%-ული პუნქტით რაოდენობრივად და 4%-ული პუნქტით თანხობრივად, წინა (მეორე) კვარტლის მაჩვენებლებთან შედარებით. 

ამასთან, წლის III კვარტალში ქართული საგადახდო ბარათებით საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ სულ შესრულდა 65.0 მლნ ოპერაცია, თანხობრივად 6.1 მილიარდი ლარი. აქედან ოპერაციების რაოდენობის 95% და თანხის 97% შესრულდა ქვეყნის შიგნით, ხოლო შესაბამისად 5% და 3% ქვეყნის გარეთ. 

წინა, მეორე კვარტალთან შედარებოთ, საგადახდო ბარათებით შესრულებული ოპერაციების რაოდენობა გაიზარდა 3%-ით, ხოლო თანხა 5%-ით. მათ შორის, ნაღდი ფულის გატანის ოპერაციები შემცირდა 4%-ით რაოდენობრივად და გაიზარდა 2%-ით თანხობრივად, ხოლო გადახდის ოპერაციები გაიზარდა 6%-ით რაოდენობრივად და 14%-ით თანხობრივად.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *