ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა $3 მილიარდს გადააჭარბა

2018 წლის 11 თვეში საქართველომ ტურიზმიდან $3 მილიარდზე მეტი შემოსავალი მიიღო, რაც გასული წლის 12 თვის მონაცემებს აღემატება და რეკორდული მაჩვენებელია.

კერძოდ, გასულ წელს ქვეყანამ ტურიზმიდან შემოსავლის სახით $2.7 მილიარდი მიიღო. ამ მაჩვენებელს კი წელს შემოსავლებმა წლის 10 თვეში გადააჭარბა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, წლის განმავლობაში ყველაზე მეტი შემოსავალი აგვისტოში დაფიქსირდა - 442.9 მილიონი დოლარი.

გასულ წელთან შედარებით, შემოსავლები წლიურად ყველაზე მეტად აპრილში გაიზარდა, როდესაც ზრდამ 33.4% შეადგინა.

ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი წლებია, უცხოელი ვიზიტორების მატებასთან ერთად, იზრდება და თუკი გასულ წელს შემოსავალი $2.7 მილიარდს შეადგენდა, 2016-ში ეს მაჩვენებელი 2.1 მილიარდი დოლარი, ხოლო 2015-ში კი 1.93 მილიარდი დოლარი იყო. 

ჩვენ გირჩევთ

საქართველოში ინტერნეტ გადახდების რაოდენობა წლიურად 154%-ით გაიზარდა

EBRD სვანეთში 3 ჰესის მშენებლობას დააფინანსებს

საქართველოში ინტერნეტ გადახდების რაოდენობა წლიურად 154%-ით გაიზარდა

საქართველოში ინტერნეტ გადახდების რაოდენობა წლიურად 154%-ით გაიზარდა

წლის 11 თვეში საქართველომ ტურიზმიდან $3 მილიარდ ლარზე 

წინა სტატია

Gürcistan’da internet üzerinden gerçekleştirilen ödemelerin sayısı yıllık olarak %154 arttı
17 December, 2018

შემდეგი სტატია

Turizmden elde edilen gelir 3 milyar doları aştı
17 December, 2018
A New Trend in the Development Sector
კომპანიები | Dec, 25, 2020
მასკის თქმით, მან ერთხელ Apple-ის CEO-ს ტიმ კუკს მიმართა Tesla-ს შეძენის თხოვნით
ახალი ამბები ქართულად | Dec, 23, 2020
2021 წლის ყველაზე ძლიერი პასპორტები მსოფლიოში - რომელ ადგილზეა საქართველო?
ახალი ამბები ქართულად | Jan, 14, 2021
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker