SOLO და Erti Gallery თანამშრომლობას იწყებენ

SOLO და Erti Gallery თანამშრომლობას იწყებენ

SOLO და Erti Gallery თანამშრომლობას იწყებენ, რაც გულისხმობს Erti Gallery-ს სივრცეში წარმატებული ქართველი ხელოვანების გამოფენების მოწყობას. გალერეაში გამოიფინება ისეთი ქართველი მხატვრების ნამუშევრები, რომლებთანაც გალერეა ექსკლუზიურად თანამშრომლობს.

გალერეის მიზანია ხანგრძლივი და პროდუქტიული თანამშრომლობის დამყარება როგორც ცნობილ, ასევე ახალგაზრდა, დამწყებ ხელოვანებთან, საერთაშორისო დონის კურატორებთან, სახელოვნებო ინსტიტუციებთან. SOLO-სა და Erti Gallery-ს თანამშრომლობის ფარგლებში ერთი წლის განმავლობაში მოეწყობა ხუთი,  საქართველოს სახელოვნებო ისტორიისთვის მნიშვნელოვანი გამოფენა. ყოველი გამოფენის შემდეგ კი გამოიცემა  წიგნი, რომელთა ავტორებიც, მსოფლიოს წამყვანი ხელოვნებათმცოდნეები იქნებიან. ურთიერთთანამშრომლობის შედეგად, Erti Gallery და SOLO პროექტის მიზანია საქართველოს სახელოვნებო სივრცეს მეტი პოპულარიზაცია შესძინოს, ამით კი დამატებითი სტიმული მისცენ მსოფლიოს მაშტაბით ნიჭიერ არტისტებს და ქართული პლატფორმის ქვეშ გააერთიანონ.

“SOLO-ს მიზანია, პატრონაჟი გაუწიოს თანამედროვე ხელოვნების განვითარებას. SOLO-ს სურს, დანერგოს მიდგომა, რომ ხელოვნება არის კარგი ინვესტიცია, გარდა სხვა სტანდარტული გზებისა. სწორედ ხელოვნების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, SOLO-მ საინვესტიციო კოლექციის შეგროვება დაიწყო. ყოველი გამოფენიდან SOLO შეისყიდის ერთ ნამუშევარს, რომელიც კონკრეტული არტისტების შემოქმედების უკეთ გაცნობისა და საქართველოში თანამედროვე ხელოვნების განვითარების  მიზნით  სოლო ლაუნჯებში გამოიფინება”,- განაცხადა SOLO Lifestyle-ის ხელმძღვანელმა, ნინო ჩიქოვანმა. 

SOLO-სა და Erti Gallery-ს პარტნიორობით უკვე გაიმართა პირველი ღონისძიება. ხელოვნების ცნობილმა გერმანელმა კრიტიკოსმა ჰაიკე ფილბრუგემ და ნიუ-იორკში მოღვაწე ქართველმა არტისტმა,  ლუკა ლასარეიშვილმა  SOLO Education – ის ფარგლებში  თანამედროვე ხელოვნებისა და ხელოვნებაში ინვესტირების თემაზე სოლოებისთვის სემინარი გამართეს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *