საქართველოს ბანკი QR განვადებას ნერგავს

საქართველოს ბანკი მომხმარებელს სრულიად ახალ, მარტივ და სწრაფ მეთოდს - QR განვადებას სთავაზობს. QR განვადება საქართველოს ბანკის მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, ბანკის განვადების ქსელში ჩართული პარტნიორი ორგანიზაციებიდან სასურველი ნივთი მარტივად, QR კოდის დასკანერებით შეიძინოს. მომხმარებელმა მობილბანკის აპლიკაციით მხოლოდ უნდა დაასკანეროს მაღაზიაში არსებული QR კოდი, გადახდის დადასტურებისას აირჩიოს განვადების Option და შეიძინოს სასურველი ნივთი. საკუთარი სურვილისამებრ კი გადაანაწილოს გადასახდელი თანხა რამდენიმე თვეზე. 

QR განვადებით სარგებლობა შეუძლია ყველას, ვისაც აქვს საქართველოს ბანკის მობილ ბანკის აპლიკაცია და ფლობს ბანკის აქტიურ სადებეტო ან/და საკრედიტო ბარათს (Visa, MasterCard ან American Express). მომხმარებელს QR განვადების ფუნქციონალი (ნიშანი) მობილბანკის აპლიკაციაში ეტაპობრივად გამოუჩნდება აპლიკაციის განახლებისთანავე.  

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკმა ცოტა ხნის წინ სრულიად ახალი გადახდის სისტემა - QR PAY დანერგა. QR PAY წარმოადგენს საქართველოს ბანკის მიერ შემუშავებულ გადახდის ინოვაციურ მეთოდს, რომელიც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს სწრაფად და მარტივად განახორციელოს უნაღდო ანგარიშსწორება, სწორედ იმ სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში, სადაც აქამდე მხოლოდ ნაღდი თანხით იყო შესაძლებელი გადახდა. ახლა კი QR PAY-ის სწრაფი სისტემით მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გადაიხადოს როგორც საკუთარი თანხით, აგრეთვე ისარგებლობს QR განვადებით. 

ამასთან, ინოვაციური გადახდის სისტემის დანერგვა მცირე მეწარმეებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ გადახდის ტერმინალის ალტერნატიული სერვისი უნაღდო ანგარიშსწორებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ მცირე  მეწარმეებისთვის QR PAY-ის გადახდის სერვისი, ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 წლის განმავლობაში, სრულიად უფასოა. 1 წლის შემდეგ კი, მხოლოდ სავაჭრო ბრუნვაზე დამოკიდებულ საკომისიოს გადაიხდიან, რაც მცირე ბრუნვის მქონე მეწარმეებისთვის მნიშვნელოვანი შეღავათია.

ჩვენ გირჩევთ

საქართველოს ბანკმა 'Meliora 2018'!-ის ჯილდოები დაიმსახურა

SOLO და Erti Gallery თანამშრომლობას იწყებენ

საქართველოს ბანკმა 'Meliora 2018'!-ის ჯილდოები დაიმსახურა

საქართველოს ბანკმა 'Meliora 2018'!-ის ჯილდოები დაიმსახურა

წინა სტატია

Forbes: ბიზნესისთვის საუკეთესო ქვეყნების სიაში საქართველო 44-ე ადგილზეა
20 დეკემბერი, 2018

შემდეგი სტატია

Forbes: İş yapmak için en iyi ülkeler arasında Gürcistan 44. sırada yer alıyor
20 დეკემბერი, 2018
ყველაზე მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | აგვ, 30, 2020
საქართველოს ტოპ 7 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობებით
საქართველო | სექ, 03, 2020
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა შტატები გააფრთხილა ვაქცინის დისტრიბუციისთვის ორ თვეში მზად იყვნენ
ახალი ამბები ქართულად | სექ, 04, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker