ბიძინა ივანიშვილის ქონება ერთ დღეში $600 მილიონით შემცირდა

Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსის მიხედვით, საქართველოს ექს-პრემიერის და მმართველი პარტიის ხელმძღვანელის ბიძინა ივანიშვილის ქონება ერთ დღეში - 22 დეკემბრიდან 23 დეკემბრამდე პერიოდში $600 მილიონით შემცირდა. ამჟამად გამოცემას სიაში ერთადერთი ქართველის ქონება 4.97 მილიარდ დოლარად აქვს შეფასებული, რაც 10.8%-ით ნაკლებია ორი დღის წინანდელ მაჩვენებელზე. ჯამში წლის დასაწყისიდან ივანიშვილის ქონება 825 მილიონი დოლარით, ანუ 14.2%-ით შემცირდა.

ინდექსის მიხედვით, ივანიშვილის ქონება ბოლო 5 წლის განმავლობაში ყველაზე მეტად არის შემცირებული.

რამ გამოიწვია ერთ დღეში ივანისვილის ქონების მსგავსი ვარდნა, გამოცემას დაკონკრეტებული არ აქვს.

Bloomberg-ზე ნაკლებად აქვს შეფასებული ივანიშვილის ქონება Forbes-ს. კერძოდ, 2018 წლის პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში ის 456-ე ადგილს იკავებს 4.6 მილიარდი დოლარით. გამოცემას წლის განმავლობაში საქართველოში ერთადერთი მილიარდერის ქონება არ განუახლებია.

ჩვენ გირჩევთ

Forbes Georgia-ის ყოველწლიური დაჯილდოების გამარჯვებულები

წლის გამარჯვებულები და დამარცხებულები

Forbes Georgia-ის ყოველწლიური დაჯილდოების გამარჯვებულები

Forbes Georgia-ის ყოველწლიური დაჯილდოების გამარჯვებულები

წინა სტატია

მიკროფინანსირების ფილოსოფია
24 დეკემბერი, 2018

შემდეგი სტატია

92 ადამიანი საქართველოს ეკონომიკაზე დიდი ქონებით
25 დეკემბერი, 2018
ტამანის პორტი მზად არის 220 000 ტონიანი სატვირთო გემების მისაღებად
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 29, 2020
21 მილიარდერი და მათი პირველი მილიონი დოლარი
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 25, 2020
არა მხოლოდ ბანკი, არამედ პარტნიორი
ინტერვიუ | ივნ, 24, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker