საქართველოს ეკონომიკის ნახევარი თბილისზე მოდის

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საქართველოს 2017 წლის რეგიონული მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) გამოაქვეყნა. მშპ ქვეყნის ეკონომიკის სიდიდის გამომხატველი მაჩვენებელია. 2017 წელს თბილისის ეკონომიკამ 19 მილიარდი ლარი, საქართველოს ეკონომიკის 50% შეადგინა. 2016 წელს თბილისის წილი ეკონომიკაში 49% იყო. თბილისის შემდეგ ყველაზე დიდი ეკონომიკა იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის არის - 4 მილიარდ ლარამდე. მესამე ადგლზე კი აჭარაა 3.4 მილიარდით. ყველაზე მცირე ეკონომიკა გურიას აქვს - 762 მლნ მლნ ლარი.
2017 წელს, ნომინალურ გამოსახულებაში (მიმდინარე ფასებში), ყველაზე მეტად იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის ეკონომიკა გაიზარდა - 15.3%-ით. შემდეგ მოდის თბილისი 13%-ით. მხოლოდ კახეთის ეკონომიკა შემცირდა - 5.6%-ით.
ცხრილი: საქართველოს 2017 წლის რეგიონული მშპ
რეგიონი |
მლნ ლარი |
წილი ეკონომიკაში |
თბილისი |
18,932 |
50.0% |
იმერეთი და რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი |
3,988 |
10.5% |
აჭარა |
3,366 |
8.9% |
ქვემო ქართლი |
3,090 |
8.2% |
სამეგრელო-ზემო სვანეთი |
2,441 |
6.5% |
კახეთი |
2,148 |
5.7% |
შიდა ქართლი და მცხეთა-მთიანეთი |
1,999 |
5.3% |
სამცხე-ჯავახეთი |
1,121 |
3.0% |
გურია |
762 |
2.0% |
მთლიანი შიდა პროდუქტი |
37,847 |
100.0% |