რა გაძვირდა ყველაზე მეტად 2018 წელს?

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2018 წლის ინფლაციის (სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების ფასების ზრდის) მაჩვენებლები გამოაქვეყნა. დეკემბერში ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო ჯამში, 2018 წლის წლიური ინფლაციის დონე 1.5%-ია.
სასაქონლო ჯგუფების მიხედვით ყველაზე მეტად - 4.9%-ით თამბაქო და ალკოჰოლური სასმელები გაძვირდა. შემდეგ მოდის კომუნალური გადასახადები 3.1%-ით. 2.9%-ით გაძვირდა ჯანმრთელობის დაცვა, ხოლო სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 1.7%-ით.
თუ ცალკე აღებულ პროდუქციას ვნახავთ, ყველაზე მეტად - 48.7%-ით კომბოსტო გაძვირდა, შემდეგ მოდის მწვანილი 41.4%-ით. ხახვი 17.2%-ით გაძვირდა, ქათმის ხორცი 14.8%-ით, ხორბლის პური კი 13.3%-ით.
ცხრილი: საქონელი და მომსახურება, რომელიც 2018 წელს ყველაზე მეტად გაძვირდა
საქონელი და მომსახურება |
ფასების ზრდა |
კომბოსტო |
48.7% |
მწვანილი |
41.4% |
ქუდი კაცის |
22.1% |
მუზეუმის ბილეთი |
18.2% |
შორი მიმოსვლის მატარებლით მგზავრობა |
17.8% |
ხახვი |
17.2% |
დასწრება სპექტაკლზე |
17.0% |
ქათმის ხორცი |
14.8% |
დასწრება კინოსეანსზე |
14.6% |
ხორბლის პური |
13.3% |
სიმინდის ფქვილი |
13.2% |
შებოლილი თევზი |
13.1% |
გაყინული თევზი |
13.1% |
წიწაკა |
13.0% |
წყლის გადასახდელი |
12.6% |
ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები |
12.2% |
ბავშვის საკვები |
11.3% |
გოგოს საზაფხულო ფეხსაცმელი |
11.3% |
ქიშმიში |
10.9% |
კოსმეტოლოგის მომსახურება |
10.7% |