სასტუმროების აშენების მიზნით, სახელმწიფომ გასულ წელს 15.5 მლნ ლარის ქონება გაყიდა

სასტუმროების აშენების მიზნით, სახელმწიფომ გასულ წელს 15.5 მლნ ლარის ქონება გაყიდა

პროექტის “50 ქონება შენი სასტუმროსთვის” ფარგლებში, გასულ წელს სახელმწიფომ 11 ქონება გაყიდა, რომელთა საერთო საპრივატიზებო თანხამ 15 587 000 ლარი შეადგინა.

ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, აღნიშნულ 11 ლოკაციაზე ინვესტორებმა 49.6 მლნ ლარზე მეტის ინვესტიცია უნდა განახორციელონ.

ყველაზე ძვირად გასულ წელს სახელმწიფომ თბილისში ჭილაძის ქუჩაზე მდებარე ქონება გაყიდა, რომლის მფლობელიც შპს ამერი დეველოპმენტი გახდა.

სასტუმროს აშენების მიზნით, სახელმწიფოსგან ქონება შემდეგმა კომპანიებმა გამოისყიდეს:

ქონება: ბაკურიანში, “დიდველში” მდებარე უძრავი ქონება და მიწა

შემძენი: შპს ვერტექსი

საპრივატიზებო თანხა: 1 706 000 ლარი

განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა: 2 000 000 ლარი

ქონება: თბილისში, ჭილაძის ქუჩა N9-ში მდებარე ქონება

შემძენი: ამერი დეველოპმენტი

საპრივატიზებო თანხა: 3 800 000 ლარი

განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა: 10 000 000 ლარი

ქონება: ბორჯომი, სოფელი ლიბანი

შემძენი: შპს ჯიენდი

საპრივატიზებო თანხა: 1 003 000 ლარი

განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა: 8 000 000 ლარი

ქონება: წყალტუბო, სანატორიუმი ივერია

შემძენი: შპს ივერია პალასი

საპრივატიზებო თანხა: 500 000 ლარი

განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა: 10 000 000 ლარი

ქონება: მესტია, სეტის მოედანი

შემძენი: ლელა გულედანი

საპრივატიზებო თანხა: 1 108 500 ლარი

განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა: 3 000 000 ლარი

ქონება: დაბა სურამში მდებარე ქონება

შემძენი: შპს პარკ ჰოტელი

საპრივატიზებო თანხა: 890 000 ლარი

ქონება: ყვარელში ილიას ტბის მიმდებარედ

შემძენი: შპს ღვინის გზა 2017

საპრივატიზებო თანხა: 152 000 ლარი

განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა: 5 000 000 ლარი

ქონება: დაბა სურამში მდებარე ქონება

შემძენი: გია კუპრაძე

საპრივატიზებო თანხა: 7000 ლარი

განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა: 300 000 ლარი

ქონება: თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მდებარე

შემძენი: შპს ფუჯინ სილქ ფროფერთი

საპრივატიზებო თანხა: 1 851 000 ლარი

განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა: 1 000 000 ლარი

ქონება: კურორტი ახტალა

შემძენი: შპს გლობალ ვიქთორი ჯორჯია

საპრივატიზებო თანხა: 3 760 000 ლარი

განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა: 13 000 000 ლარი

ქონება: ციხისძირში მდებარე ქონება

შემძენი: პიზიკური პირი ბ.გ.

საპრივატიზებო თანხა: 810 000 ლარი

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *