2015 წლის იანვარში ექსპორტი 30%-ით შემცირდა

2015 წლის იანვარში, გასული წლის იანვართან შედარებით, საქართველოს საქონლის ექსპორტი 30%-ით (67 მილიონი დოლარით) შემცირდა, ხოლო იმპორტი 1%-ით. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 382 მილიონი დოლარს მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ დსთ-ს ქვეყნებში ექსპორტი 51%-ით შემცირდა, ხოლო ევროკავშირში 35%-ით გაიზარდა.

რუსეთის ბაზარზე ექსპორტი შემცირდა 61%-ით (13 მილიონი დოლარით), სომხეთში 53%-ით (10 მილიონი დოლარი), თურქეთში 42%-ით (10 მილიონი დოლარი), აზერბაიჯანში 23%-ით (9 მილიონი დოლარი). საქართველოს ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა ნიდერლანდებში (11 მილიონი დოლარი), ბულგარეთში (5 მილიონი დოლარი), გერმანიაში (4.7 მილიონი დოლარი) და ჩინეთში (3.5 მილიონი დოლარი).

ექსპორტში პირველ ადგილზე ისევ მსუბუქი ავტომობილებია, 22 მილიონი დოლარით. მეორე ადგილი თხილმა დაიკავა, 19 მილიონი დოლარით. მესამეზე სპილენძის მადნების ექსპორტია 18 მილიონი დოლარით.

მონაცემთა წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

წინა სტატია

იანვარ-მარტში საქართველომ 900 მილიონი დოლარის საგარეო ვალი უნდა დაფაროს
23 თებერვალი, 2015

შემდეგი სტატია

კრისტიან და კარენ ბოროსების არტბუნკერში
24 თებერვალი, 2015
თამარ კერძაია: წარმატება ღირებულებების გააზრებით იწყება
ინტერვიუ | თებ, 06, 2020
მონაცემთა ანალიტიკა
ინტერვიუ | თებ, 06, 2020
მფრინავი ხარების გუნდი
ფორბს-მოსაზრება | თებ, 10, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker