ქართველმა დიზაინერებმა 620 000 ევროს ღირებულების ტანსაცმლის ექსპორტი განახორციელეს

ქართველმა დიზაინერებმა 620 000 ევროს ღირებულების ტანსაცმლის ექსპორტი განახორციელეს

12 ქართველი დიზაინერი, 2018 წლის 27 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით, პარიზში, მოდის კვირეულის (Paris Fashion Week) თანმდევ ღონისძიებებში (More dash Showroom, Maison Pyramide Showroom, Tomorrow Showroom, Tranoi Showroom) მონაწილეობდა. 

ეკონომიკის სამინისტროს სსიპ “აწარმოე საქართველოში” მონაცემებით, ქართველი დიზაინერების მიერ გაყიდულმა პროდუქციამ 380 000 ევრო შეადგინა; დიზაინერებმა 1934 ერთეულის (ტანსაცმელი) ექსპორტი განახორციელეს. 

ამასთან, მიმდინარე წლის ივნისში გამართული მოდის კვირეულში მონაწილეობის შედეგად, ქართველმა დიზაინერებმა 240 000 ევროს ღირებულების პროდუქციის რეალიზაცია განახორციელეს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *