ლარის კურსის გაუფასურების გამო სახელმწიფო საგარეო ვალი 1.8 მილიარდი ლარით გაიზარდა

ლარის კურსის მნიშვნელოვნად გაუფასურების გამო, სწრაფად იზრდება ლარში გამოხატული საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი. 2014 წლის ოქტომბრის ბოლოს სახელმწიფო საგარეო ვალის მოცულობა დოლარში იყო $4.1 მილიარდი, რაც ლარის იმ დროინდელი გაცვლითი კურსით (1.75) გამოდიოდა 7.1 მილიარდი ლარი.

2014 წლის დეკემბრის ბოლოს სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 4.2 მილიარდი დოლარი, რაც ლარში უკვე იყო 7.8 მილიარდი.

24 თებერვლის ლარის კურსის (2.20) გათვალისწინებით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 9.2 მილიარდ ლარს მიაღწია. ამ პერიოდში (2014 წლის ოქტომბრიდან დღემდე) ლარის გაუფასურებამ სახელმწიფო საგარეო ვალი დაახლოებით 1.8 მილიარდი ლარით გაზარდა.

როგორც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს უძვირდება დოლარში აღებული სესხების მომსახურება, ასევე ხდება სახელმწიფო ვალის შემთხვევაშიც. სახელმწიფოს შემოსავალი აქვს ლარში, შესაბამისად, საგარეო ვალის მომსახურების მიზნით, მას დოლარის შესყიდვა უწევს.

წინა სტატია

კრისტიან და კარენ ბოროსების არტბუნკერში
24 თებერვალი, 2015

შემდეგი სტატია

აპლიკაცია ბავშვების ტრეკინგისთვის
25 თებერვალი, 2015
"ქვეყნები დროს კარგავენ" - WHO-ს საყვედური
ახალი ამბები ქართულად | მარ, 26, 2020
ებრაელი ნობელის პრემიის ლაურეატი: კორონავირუსის გავრცელების ტემპი მცირდება
ახალი ამბები ქართულად | მარ, 20, 2020
Coronaეკონომიკა
სტრატეგიები | აპრ, 06, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker