2018 წელს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 23.5%-ით გაიზარდა, ბაზრის ლიდერი WizzAir გახდა

2018 წელს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 23.5%-ით გაიზარდა, ბაზრის ლიდერი WizzAir გახდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, გასული 2018 წლის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტები ჯამში 5 033 323 მგზავრს მოემსახურა. 2017 წელთან შედარებით, მგზავრთნაკადი 23.55%-ით, ხოლო 2016 წელთან შედარებით 77.20%-ით არის გაზრდილი. 

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 3 808 619 მგზავრს მოემსახურა, რაც 20.37%-ით (644 480 მგზავრით) მეტია, ვიდრე 2017 წლის მონაცემებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა. 

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით 598 891 მგზავრი იქნა გადაყვანილი, რაც 20.83% ით (103 223 მგზავრით) მეტია 2017 წლის მაჩვენებელზე.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 52.37%-ით გაიზარდა. სულ გადაყვანილ იქნა 617 373 მგზავრი – 212 200 მგზავრით მეტი ვიდრე 2017 წელს. 

რაც შეეხება საქართველოს საავიაციო ბაზარზე მოქმედი ავიაკომპანიების პროცენტულ წილებს, 2018 წლის მონაცემებით, წამყვან პოზიციებზე სამი ავიაკომპანია იმყოფება, ესენია: “Wizz Air”, “Turkish Airlines” და ქართული ავიაკომპანია “Georgian Airways”-ი. სხვაობა სამი ავიაგადამზიდველის მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას შორის უმნიშვნელოა, ყველაზე მეტ მგზავრს კი WizzAir მოემსახურა – 587 179 გადაყვანილი  მგზავრით უნგრული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია ბაზრის ლიდერი გახდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *