მთავრობა 300-350 მილიონი დოლარის სახელმწიფო ქონების პრივატიზებას აპირებს

2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, მთავრობა 50 მილიონი დოლარის სახელმწიფო ქონების პრივატიზებას გეგმავდა. თუმცა, ლარის კურსის გაუფასურების შესაჩერებლად გადაწყვიტა, დაჩქარებულ რეჟიმში გაყიდოს 300-350 მილიონი დოლარის ღირებულების ისეთი მნიშვნელოვანი ობიექტები, როგორიცაა: ეროვნული ბანკის ყოფილი შენობა, ეკონომიკის სამინისტროს შენობა, თბოელექტროსადგური, ბობოყვათის რეზიდენცია, წყნეთის სამთვრობო აგარაკები და ლატარიის სახელმწიფო კომპანია.

"დოლარის სწრაფად მოსაზიდად აღნიშნული გადაწყვეტილება მისასალმებელია, თუმცა, მთვრობა ლარის კურსის გაუფასურების გარეშეც, რომ აქტიურად მუშაობდეს პრივატიზების მიმართულებით, კარგი იქნებოდა. პრივატიზება არამარტო კურსის სტაბილიზაციისთვის არის გამართლებული, ეკონომიკურ ზრდასაც უწყობს ხელს და შესაბამისად, ისედაც დადებით შედეგს მოუტანდა ქვეყანას. ეს რომ ადრიანად გაეთვალისწინებინა მთავრობას, გასულ წელს და მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში უკვე მივიღებდით სოლიდურ შემოსავლებს პრივატიზაციიდან და ლარის კურსი საგანგაშო ნიშნულს არ მიაღწევდა", - აცხადებს საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) ეკონომისტი, ბესო ნამჩავაძე.

წინა სტატია

აპლიკაცია ბავშვების ტრეკინგისთვის
25 თებერვალი, 2015

შემდეგი სტატია

ტომის ბრუნი
26 თებერვალი, 2015
"ქვეყნები დროს კარგავენ" - WHO-ს საყვედური
ახალი ამბები ქართულად | მარ, 26, 2020
ებრაელი ნობელის პრემიის ლაურეატი: კორონავირუსის გავრცელების ტემპი მცირდება
ახალი ამბები ქართულად | მარ, 20, 2020
Coronaეკონომიკა
სტრატეგიები | აპრ, 06, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker