ბიზნესის კეთების 10 მთავარი რისკი საქართველოში
მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა (WEF) გლობალური რისკების 2019 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში მსოფლიოს 140 ქვეყანაში 12 000-მდე ბიზნესსუბიექტის გამოკითხვის შედეგად შედგა.
საქართველოში ბიზნესის კეთების მთავარ რისკებად დასახელდა:
- ინტერესთა კონფლიქტი - 58%
- მთავრობის მარცხი - 30%
- უმუშევრობა - 27.5%
- არასწორი ურბანული დაგეგმარება - 27.5%
- ენერგო ტარიფების შოკი - 22.5%
- ფისკალური კრიზისი - 22.5%
- უმართავი ინფლაცია - 22.5%
- კიბერ თავდასხმები - 20%
- ღრმა სოციალური არასტაბილურობა - 20%
- რეგიონალური და გლობალური მთავრობების მარცხი - 17.5%
აღსანიშნავია, რომ 2018 წლის ანგარიშში საქართველოში ბიზნესის კეთების მთავარ რისკად უმუშევრობა სახელდებოდა. მას ნომერ პირველ პრობლემად გამოკითხულთა 52% ასახელებდა, წელს კი მთავარ რისკად უმუშევრობა ბიზნესსუბიექტების 27.5%-ს მიაჩნია. გლობალურად ბიზნესის კეთების მთავარ რისკად კი სწორედ უმუშევრობა მიიჩნევა (31.9%).
ანგარიში ჯამში 30 რისკს აფასებს, ყველაზე უმნიშვნელო პრობლემად კი საქართველოში ინფექციური დაავადებების გავრცელებას, წყლის კრიზისს, მონაცემთა მოპარვას და კრიტიკული ინფორმაციული ინფრასტრუქტურის ჩამოშლას ასახელებენ.