არამდგრადი სახელმწიფოების ინდექსი - საქართველო რეიტინგში დაწინაურდა

The Fund for Peace-ის მიერ ყოველწლიურად მზადდება არამდგრადი სახელმწიფოების ინდექსი, რომელიც აანალიზებს პოლიტიკურ რისკს, რათა წინასწარ გააფრთხილოს პოლიტიკოსები და საზოგადოება შესაძლო კონფლიქტის შესახებ. ინდექსი ზომავს სტაბილურობის ან არსებული დაძაბულობის დონეს.

2018 წლის რეიტინგში საქართველო 83-ე ადგილს იკავებს მსოფლიოს 178 ქვეყანას შორის. საქართველოს სარეიტინგო ქულა 120-დან 74-ია. 2017 წელს საქართველოს ქულა 76.5 იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოსთვის რისკები შემცირებულია. 2017 წელს საქართველო ინდექსში 79-ე ადგილს იკავებდა. ბოლო ათ წელში საქართველო ყველაზე ცუდ პოზიციას 2008 წლის ომის შემდეგ, - 2009 წელს იკავებდა და 33-ე ადგილზე იყო. 2008 წლის შემდეგ საქართველოს პოზიცია ყოველწლიურად უმჯობესდება. სხვადასხვა რისკების გათვალისწინებით ქვეყნები 4 კატეგორიად არის დაყოფილი - მდგრადი, სტაბილურული, საფრთხის შემცველი და არამდგრადი. საქართველო საფრთხის შემცველი ქვეყნების სიაშია. საქართველოსთან ერთად, საფრთხის შემცველი ქვეყნების სიაშია რუსეთი, უკრაინა, ბელარუსი, მოლდოვა, აზერბაიჯანი. საქართველოზე უკეთესი პოზიცია აქვს მეზობელ სომხეთს - 102-ე ადგილი.

ინდექსი 12 კრიტეტიუმით დგება, რომელიც 3 ძირითად ჯგუფში - სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური - არის გაერთიანებული.

თითოეულ კრიტერიუმში ქვეყნის სარეიტინგო ქულა 10-ით ფასდება, რაც უფრო ნაკლებია ქვეყნის ქულა მით უფრო ნაკლებ რისკს შეიცავს ის. საქართველოს სარეიტინგო ქულა სხვადასხვა ინდიკატორებში შემდეგია:

ეკონომიკური ინდიკატორები - 6.2 ქულა. აღნიშნული კრიტერიუმი აერთიანებს ეკონომიკური უთანასწორობის დონეს ქვეყანაში, ადამიანურ კაპიტალსა და მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს. ჯამში საქართველოს სარეიტინგო ქულა 0.2-ით გაუმჯობესდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ქულა გაუარესდა მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ინდიკატორით და მან 5.8 შეადგინა, ნაცვლად გასული წლის 5.5-სა.

სოციალური ინდიკატორები - 6.2 ქულა. კრიტერიუმი აერთიანებს ქვეყნის დემოგრაფიულ მაჩვენებლებს და ქვეყანაში მიგრანტების და ემიგრანტების რაოდენობას. წინა წელტან შედარებით, საქართველოს ქულა 0.2-ით გაუმჯობესდა.

პოლიტიკური ინდიკატორები - 6.2 ქულა. აღნიშნულ კრიტერიუმში შედის სახელმწიფოს ლეგიტიმურობის, ადამიანის უფლებებისა და საჯარო სერვისების შეფასება. საქართველოს ქულა ერთ წელში 0.2-ით გაუმჯობესდა.

2018 წლის ინდექსით, მსოფლიოში ყველაზე მდგრადი სახელმწიფო ფინეთია და ის "არამდგრად სახელმწიფოთა" შორის ბოლო - 178-ე პოზიციაზეა. მას მოსდევს ნორვეგია და შვეიცარია. ინდექსით მსოფლიოში ყველაზე არამდგრადი ქვეყანა სუდანია.

ჩვენ გირჩევთ

ენერგიული ნაბიჯები აუცილებელია

პირველად 2018 წელს: ევროკავშირიდან მეტი თანხა გადმოირიცხა, ვიდრე რუსეთიდან

ენერგიული ნაბიჯები აუცილებელია

ენერგიული ნაბიჯები აუცილებელია

წინა სტატია

მომთაბარე, სახელად Away
18 იანვარი, 2019

შემდეგი სტატია

რა ღირს და როგორ ივაჭრებოდა 2018 წელს ქართული კომპანიებისა და ბანკების აქციები
18 იანვარი, 2019
თამარ კერძაია: წარმატება ღირებულებების გააზრებით იწყება
ინტერვიუ | თებ, 06, 2020
მონაცემთა ანალიტიკა
ინტერვიუ | თებ, 06, 2020
ღვინის გზა
ინტერვიუ | იან, 21, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker