თბილისი "Cardano Blockchain" ღონისძიებას უმასპინძლებს

26 იანვარს, პირველად საქართველოში, თბილისის ტექნოპარკში, ღონისძიება სახელწოდებით "Cardano Blockchain Tbilisi" გაიმართება.

ღონისძიების ფარგლებში ტექნოპარკი Input Output Hong Kong (IOHK) - ის ყველაზე ცნობილი პლატფორმის - კარდანოს ბლოკჩეინ ტექნოლოგიის მოწინავე მეცნიერებს უმასპინძლებს. სტუმრებს შორის იქნებიან მეცნიერების დოქტორები პიტერ გაზი და ედსკო დე ვრიესი, ასევე Cardanos/IOHK ბიზნეს განვითარების ხელმძღვანელი დენიელ ფრიდმანი.

შეხვედრა ღია ლექციის ფორმატში ჩატარდება, განიხილება კარდანოს ბლოკჩეინ პლატფორმაზე სტარტაპების განვითარების პოტენციალი და სმარტ კონტრაქტების უპირატესობები ფინანსური ინსტრუმენტების განვითარების პროცესში.

კარდანო მესამე თაობის კრიპტოვალუტაა, ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი ფინანსური ინსტრუმენტების პლატფორმა, რომელიც არ იყენებს ბლოკჩეინის კონსესუსისათვის მაინინგს. ეს არის დეცენტრალიზებული საჯარო ბლოკჩეინი, კრიპტოვალუტის პროექტი სრულიად ღია საწყისი კოდით/ ღია პროგრამული უზრუნველყოფითა და საკუთარი კრიპტოვალუტით ( ADA). კარდანო ავითარებს ჭკვიან კონტრაქტს ანუ პლატფორმას/სმარტ კონტრაქტს, რომელიც უფრო სრულყოფილია, ვიდრე დღემდე განვითარებული ნებისმიერი პროტოკოლი. ეს პირველი ბლოკჩეინის პლატფორმაა, რომელიც მეცნიერულ მეთოდოლოგიასა და კვლევებს ეყრდნობა.

ჩვენ გირჩევთ

გამყიდველის სინანული

2018 წელს საქართველოს სახელმწიფო ვალი 1.5 მილიარდი ლარით გაიზარდა

გამყიდველის სინანული

გამყიდველის სინანული

წინა სტატია

Cardano Meetup will take place at the Tbilisi Techno Park
22 იანვარი, 2019

შემდეგი სტატია

სასტუმრო “რადისონ ქოლექშენ, წინანდლის მამული” ოფიციალურად გაიხსნა
22 იანვარი, 2019
ყველაზე მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | აგვ, 30, 2020
საქართველოს ტოპ 7 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობებით
საქართველო | სექ, 03, 2020
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა შტატები გააფრთხილა ვაქცინის დისტრიბუციისთვის ორ თვეში მზად იყვნენ
ახალი ამბები ქართულად | სექ, 04, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker