2018 წელს სამრეწველო პროდუქციის წარმოება 3.8 პროცენტით გაძვირდა

2018 წელს სამრეწველო პროდუქციის წარმოება 3.8 პროცენტით გაძვირდა

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი უჩვენებს, თუ რამდენად ძვირდება/იაფდება სამრეწველო პროდუქციის წარმოება საქართველოში. აღნიშნული ინდექსი გასული წლის დეკემბერში წინა თვესთან (ნოემბერთან) შედარებით 0.1%-ით გაიზარდა, ხოლო 2017 წლის დეკემბერთან შედარებით 3.8%-ით არის გაზრდილი. ეს ნიშნავს, რომ ბოლო ერთ წელიწადში, საქართველოში პროდუქციის წარმოება 3.8%-ით გაძვირდა. 2010 წელთან შედარებით კი დღეს პროდუქციის წარმოება 50%-ით მეტ დანახარჯს მოითხოვს.

ბოლო ერთ წელიწადში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა შემდეგ პროდუქტებზე ფასების ცვლილებამ:

  • დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 2.5 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 2.01% პუნქტით იმოქმედა. ფასები გაიზარდა კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე (2.8%), სხვა არალითონის მინერალურ ნაწარმზე (3.5%), ასევე ძირითად ლითონებსა და ლითონის მზა ნაწარმზე (3.1%). ფასები შემცირდა მერქანსა და მერქნის ნაწარმზე (-8.3%).
  • ელექტროენერგიის და აირის წარმოებაზე ფასების 15.4%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 1.97% პუნქტით აისახა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *