ვის ეძებენ ქართველი დამსაქმებლები - ყველაზე ხშირად გამოცხადებული ვაკანსიები

HR.GE-ზე გამოცხადებული ვაკანსიების რაოდენობამ 2017 წელს 30 ათასზე მეტი შეადგინა. გამოცხადებული ვაკანსიების უმრავლესობა კი სამუშაოს მაძიებლებისგან მოითხოვს საშუალო და პროფესიულ განათლებას, - ასეთია შრომის ბაზრის 2018 წლის კვლევის შედეგები, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს დაკვეთით ჩატარდა. 

დასაქმების კერძო სააგენტოს - HR.GE მიერ გამოქვეყნებული ვაკანსიების უმრავლესობა (34,2%) მომსახურებებისა და გაყიდვების სფეროში დასაქმებულ პირებზე მოდიოდა. ვაკანსიების მხრივ საკმაოდ მაღალია ასევე სპეციალისტების (17,2%), ტექნიკოსებისა (13%) და ოფისის დამხმარე პერსონალის (11,8%) ხვედრითი წილი. ძირითადი ჯგუფების მიხედვით ვაკანსიების ამდაგვარი გადანაწილება მეტყველებს იმაზე, რომ ვაკანსიები უმრავლეს შემთხვევაში მოითხოვს საშუალო დონის უნარებს - 53,7% (საშუალო განათლების შემდგომი განათლება), რასაც მოჰყვება უმაღლესი - 36,9% (უმაღლესი განათლება) და დაბალი დონის უნარებზე - 9,4% (დაწყებითი და საბაზო განათლება) მოთხოვნა. 

მომსახურებისა და გაყიდვების სფეროში ვაკანსიების სიმრავლე განპირობებულია უშუალოდ გაყიდვების სფეროში დასაქმებულ პირებზე (81.4%) მაღალი მოთხოვნით, კერძოდ მაღალია მოთხოვნა მაღაზიის კონსულტანტ-გამყიდველებისა (6615 ვაკანსია) და მოლარეების (1630 ვაკანსია) პოზიციებზე. ასევე მაღალია მოთხოვნა მიმტანებზე (744), დაცვის სამსახურის მუშაკებზე (476), დამლაგებლებსა (316) და ბარმენებზე (306). 

HR.GE-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების 17,2%-ს სხვადასხვა დარგის სპეციალისტები შეადგენს. სპეციალისტების ქვეჯგუფში წარმოდგენილი ვაკანსიები დაკავშირებულია მაღალინტელექტუალურ შრომასთან და საკვალიფიკაციო მოთხოვნაა უმაღლესი განათლება. სპეციალისტებიდან ყველაზე მეტი ვაკანსია დაფიქსირდა ბიზნესისა და ადმინისტრირების სპეციალისტებზე (49,8%) და მათგან ფართოდ არის წარმოდგენილი რეკლამირებისა და მარკეტინგის სპეციალისტები (881 ვაკანსია ), ბუღალტრები (812 ვაკანსია), ფინანსური ანალიტიკოსები (329 ვაკანსია) და პერსონალისა და კარიერული წინსვლის სპეციალისტები (313 ვაკანსია). აღნიშნული ძირითადი ჯგუფიდან მაღალია მოთხოვნა ჯანდაცვის (17,8%), სამართლის, სოციალური და კულტურის სფეროთა (14,3%) სპეციალისტებზე. 

მეცნიერებისა და ინჟინერიის სპეციალისტებიდან საკმაოდ მაღალია მოთხოვნა გრაფიკული და მულტიმედიის დიზაინერებზე (308 ვაკანსია), სამოქალაქო მშენებლობის ინჟინრებსა (192 ვაკანსია) და ინჟინერ-ელექტრიკოსებზე (94 ვაკანსია). ეს კი მეტყველებს შრომის ბაზარზე გრაფიკული დიზაინის (ციფრული მხატვარი, ანიმატორი, ილუსტრატორი, ვებ-გვერდის დიზაინერი), მშენებლობისა და ენერგეტიკის სფეროს სპეციალისტების მოთხოვნაზე. 

ვაკანსიების სიმრავლით გამოირჩეოდა მოთხოვნა მმართველ დირექტორებსა და უმაღლესი რგოლის მენეჯერებზე (274 ვაკანსია), ფინანსური და სადაზღვეო მომსახურებების ფილიალების მენეჯერებზე (242 ვაკანსია), რესტორნების (94 ვაკანსია), სასტუმროებისა (73 ვაკანსია) და ფინანსურ (74 ვაკანსია) მენეჯერებზე. 

ყველაზე ნაკლები ვაკანსია (0,2%) გამოქვეყნდა სოფლის მეურნეობის, მეტყევეობისა და მეთევზეობის დარგის კვალიფიციური მუშაკებზე, რომელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნა ითვალისწინებს დაწყებით და საბაზისო განათლებას. კვლევის მიხედვით, მოთხოვნის დაბალი მაჩვენებელი აიხსნება იმ გარემოებით, რომ სოფლის მეურნეობაში მაღალია თვითდასაქმება და დაქირავებულ შრომას ძალზედ მოკრძალებული ადგილი უკავია.

ჩვენ გირჩევთ

ყველაზე მაღალანაზღაურებადი და მოთხოვნადი პროფესიები ტურიზმის სექტორში

2018 წელს სამრეწველო პროდუქციის წარმოება 3.8 პროცენტით გაძვირდა

ყველაზე მაღალანაზღაურებადი და მოთხოვნადი პროფესიები ტურიზმის სექტორში

ყველაზე მაღალანაზღაურებადი და მოთხოვნადი პროფესიები ტურიზმის სექტორში

წინა სტატია

New Tricks For An Old Unicorn
23 January, 2019

შემდეგი სტატია

Gürcü iş verenler tarafından en çok aranan personel-en sık yayınlanan iş ilanları
23 January, 2019
ილონ მასკი: ოთხი კოვიდ-ტესტი ჩავიტარე, მათგან ორი დადებითი იყო, ორი უარყოფითი
ახალი ამბები ქართულად | Nov, 13, 2020
მთელი ქალაქი შენს სმარტფონში
ინტერვიუ | Nov, 23, 2020
ესპანეთში COVID-ინფიცირებული ჰოსპიტალიზებული პაციენტების 82%-ს D ვიტამინის ნაკლებობა აქვს - კვლევა
ახალი ამბები ქართულად | Nov, 02, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker