იანვარ-თებერვალში საქართველოში ჩამოსული ტურისტების რაოდენობა 8%-ით შემცირდა

იანვარ-თებერვალში საქართველოში ჩამოსული ტურისტების რაოდენობა 8%-ით შემცირდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წლის თებერვალში საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულთა რაოდენობამ 290 929 ვიზიტორი შეადგინა, რაც 2014 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 1 %-ით ნაკლებია. იანვარ-თებერვალში კი ვიზიტორთა რაოდენობა 2%-ით ნაკლებია 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

იანვარ-თებერვალში ტურისტების რაოდენობამ 212 668 შეადგინა, რაც 8%-ით ნაკლებია 2014 წლის მაჩვენებელზე. ტრანზიტით შემოსული ვიზიტორების რიცხვი 14.6%-ით გაიზარდა, ხოლო სხვა მიზნებით შემოსულ ვიზიტორთა რიცხვი 3.5%-ით შემცირდა.

2015 წლის თებერვალში ყველაზე მეტი ვიზიტი თურქეთიდან (ცვლილება -10%), აზერბაიჯანიდან (+8.5%), სომხეთიდან (+8.8%), რუსეთიდან (-7.3%) და უკრაინიდან (-14%) განხორციელდა. პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-თებერვალში გამოირჩნენ ლიტვა (126%), გერმანია (12%), ბულგარეთი (12%), დიდი ბრიტანეთი (11%) და იტალია (10%).

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *