რომელ ადგილზეა საქართველო კორუფციის საერთაშორისო რეიტინგში?

დღეს, 29 იანვარს კორუფციის აღქმის საერთაშორისო ინდექსი გამოქვეყნდა, რომლის თანახმად კორუფციის დაბალი დონით საქართველო მსოფლიოში 41-ე ადგილზეა (58 ქულით). 2017 წელს საქართველოს 56 ქულა ჰქონდა და 46-ე ადგილი ეკავა, ანუ  საქართველოს პოზიცია 5 ადგილით გაუმჯობესდა. თუმცა, “საერთაშორისო გამჭვირვალობა” საქართველოსთან დაკავშრებით აღნიშნავს, რომ “უკუსვლაა დემოკრატიის სფეროში, რაც მაღალი დონის კორუფციის საფრთხეს ზრდის და გულისხმობს, რომ ქვეყანა მომავალში დაკვირვებას საჭიროებს.”

არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა” ქვეყნების კორუფციის დონის რეიტინგს ყოველწლიურად აქვეყნებს. რეიტინგი კორუფციის აღქმის ინდექსს (Corruption Perceptions Index) ეფუძნება. ინდექსში კორუფცია განმარტებულია, როგორც საჯარო (პოლიტიკური) ძალაუფლების პირადი კეთილდღეობისთვის გამოყენება. კვლევის შედეგები მოსახლეობის და ექსპერტების გამოკითხვას ემყარება.

კვლევა მსოფლიოს 180 ქვეყანას მოიცავს. ინდექსის მაქსიმალური ქულაა 100 და ნიშნავს კორუფციისგან სრულად თავისუფალ ქვეყანას. 100 ქულა არც ერთ ქვეყანას არ აქვს, თუმცა 88 ქულით პირველ ადგილზე დანიაა. რეიტინგის ბოლო ადგილს სომალი იკავებს 10 ქულით.

ჩვენ გირჩევთ

დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა იზრდება

რას მისცემს საქართველოს მარიხუანის ეკონომიკა?

დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა იზრდება

დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა იზრდება

წინა სტატია

”Stamba” oteli, AHEAD Global Awards ödülü kazandı
29 იანვარი, 2019

შემდეგი სტატია

"საქართველოს კაპიტალის" კომუნალური და განახლებადი ენერგიის ბიზნესს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
29 იანვარი, 2019
"ქვეყნები დროს კარგავენ" - WHO-ს საყვედური
ახალი ამბები ქართულად | მარ, 26, 2020
ებრაელი ნობელის პრემიის ლაურეატი: კორონავირუსის გავრცელების ტემპი მცირდება
ახალი ამბები ქართულად | მარ, 20, 2020
Coronaეკონომიკა
სტრატეგიები | აპრ, 06, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker