სებ-ის ახალი რეგულაციები უძრავი ქონების ბაზარზე მეორეულ შეთავაზებებს გაზრდის

სებ-ის ახალი რეგულაციები უძრავი ქონების ბაზარზე მეორეულ შეთავაზებებს გაზრდის

ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე ელოდება, რომ სებ-ის მიერ დაწესებული ახალი რეგულაციები უძრავი ქონების ბაზარზე მეორეული შეთავაზებების ზრდას გამოიწვევს.

კერძოდ, მისი აზრით, მოქალაქეები უძრავი ქონების ვერ დაგირავების შემთხვევაში (რადგან რეგულაციით, ხშირ შემთხვევებში, აიკრძალა საცხოვრებლად გამოყენებული უძრავი ქონების დაგირავება) შეეცდებიან, ჯერ მეორე არასაცხოვრებლად გამოსაყენებელი უძრავი ქონება (არსებობის შემთხვევაში) გაყიდონ და დაიკმაყოფილონ მოთხოვნილებები, ხოლო შემდგომ, თუ სწრაფად ვერ მოხდება მათი ეკონომიკურ წრებრუნვაში ინტეგრირება, ძირითად საცხოვრებელ ობიექტებსაც შეელიონ. 

„ჩვენ შორს ვართ იმ აზრისგან, რომ მოქალაქეები საცხოვრებელი ფართის გარეშე დარჩებიან, შესაძლებელია ბოლო დროს სამშენებლო ბიზნესში არსებული ტენდენციის 180-გრადუსიანი შემობრუნება და გაფართოების ნაცვლად,  საცხოვრებლად საკმარისი მინიმალური რაოდენობის ბინებზე მოთხოვნი ზრდა“, – ამბობს ძნელაძე. 

მისივე აზრით, მეორეული ბაზრის პარალელურად, მიწოდების ერთბაშად მოზღვავებამ შესაძლოა, პირველადი შეთავაზებების ბაზარზე ფასების კლება განაპირობოს. 

ბანკების ასოციაციის პრეზიდენტის შეფასებას საფინანსო სექტორში მიმდინარე ცვლილებებზე, შეგიძლიათ ვრცლად „ფორბსის“ თებერვლის ნომერში გაეცნოთ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *