ბაია აბულაძე Forbes 30 Under 30 სიაშია

ბაია აბულაძე Forbes 30 Under 30 სიაშია

25 წლის მეღვინე ბაია აბულაძე Forbes-ის 30 Under 30 სიაშია. Forbes მსოფლიოს ყველაზე წარმატებული 30 წლამდე ახალგაზრდების სიას ყოველწლიურად ადგენს. ბაია აბულაძე კი ევროპის მასშტაბით საუკეთესოებს შორის შეირჩა.

გამოცემა ქართველ მეღვინეზე ვრცელ სტატიასაც აქვეყნებს.

“ღვინის დაყენების ძველ და ტრადიციულ მეთოდს ვიყენებ. ჩვენმა წინაპრებმა კარგად იცოდნენ ეს საქმე და ესმოდათ თუ რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა მიწას”, – ამბობს ბაია Forbes-თან საუბარში. მას ღვინის დაყენება ბაბუამ ასწავლა, აბულაძეების ოჯახი უკვე ათეულობით წელია მეღვინეობას მიჰყვება. თავად ბაიამ კი ღვინის წარმოება სახელწოდებით “ბაიას ღვინო“ 4 წლის წინ დაიწყო.

Forbes-ის სტატიაში ვკითხულობთ, რომ გასულ წელს ბაია აბულაძის კომპანიამ 7500 ბოთლი ღვინო აწარმოა. გასულ წელსვე დაიწყო ბაიას ღვინის აშშ-ში ექსპორტი.

“სოფელში ცხოვრება ხშირად მოდურად არ ითვლება, ჩვენ ამაყი ხალხი ვართ”, – ამბობს ბაია და დასძენს რომ ის მუდამ დარჩება საქმის და მისი საცხოვრებლის ერთგული.

30 Under 30 სიაში მოხვედრილი ახალგაზრდები სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობენ, თუმცა მათ გარკვეული თვისებები აერთიანებთ – ისინი არიან გაბედულები, ენერგიულები, შემოაქვთ სიახლე და აქვთ თავიანთი ხედვა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *