2018 წელს საქართველოს დერეფანში ტვირთბრუნვა 0.4 მლნ ტონით შემცირდა

2018 წელს საქართველოს დერეფანში ტვირთბრუნვა 0.4 მლნ ტონით შემცირდა

2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, საქართველოში სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობა 0.4 მლნ ტონით შემცირდა და 4.1 მლნ ტონა შეადგინა. ბოლო 5 წელში კი საქართველოში ტვირთბრუნვა 5.3 მლნ ტონითაა შემცირებული.

შემცირებულია საზღვაო ნავსადგურებსა და საზღვაო ტერმინალებში გადამუშავებული ტვირთების მოცულობაც. კერძოდ, წელს პორტებმა ჯამში 15.1 მლნ ტონა ტვირთი გადაამუშავეს რაც 2017 წლის მაჩვენებელს 1,2 მლნ ტონით ჩამორჩება, ხოლო 2014 წლის მაჩვენებელს კი 5.2 მლნ ტონით.

გასულ წელს გაიზარდა პორტებში გადამუშავებული კონტეინერების მოცულობა და მან 453 938 TEU ერთეული შეადგინა, თუმცა ეს მაჩვენებელი კვლავ ჩამოუვარდება 2014 წლის პერიოდს.

ეკონომიკის სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს გადამუშავებული ტვირთების მოცულობა საქართველოს ოთხივე პორტსა და ნავსადგურში შემცირდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *