იანვარში საქართველოს ექსპორტი 7.5 პროცენტით გაიზარდა

იანვარში საქართველოს ექსპორტი 7.5 პროცენტით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის იანვარში 2018 წლის იანვართან შედარებით, საქართველოდან საქონლის ექსპორტი 7.5%-ით (16.6 მლნ დოლარით) გაიზარდა, ხოლო იმპორტი 1.1%-ით (6.5 მლნ დოლარით) შემცირდა.

2019 წლის იანვარში საქართველოს საქონლის ექსპორტმა 239 მლნ დოლარი, ხოლო იმპორტმა 588 მლნ დოლარი შეადგინა. უარყოფითი სავაჭრო ბალანსი კი 349 მლნ დოლარია, რაც 2018 წლის იანვრის უარყოფით ბალანსზე 23 მლნ დოლარით ნაკლებია.

2018 წელს ექსპორტი 23%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 15%-ით.

იანვრის საგარეო ვაჭრობის დეტალური მაჩვენებლები 19 თებერვალს გამოქვეყნდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *