2014 წელს საქართველოში 1272 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა

2014 წელს საქართველოში 1272 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით 2014 წლის მე-4 კვარტალში საქართველოში 359 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, ხოლო მთელი წლის განმავლობაში 1272 მილიონი დოლარის ინვესტიცია იქნა მოზიდული. 2013 წელთან შედარებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 35%-ით გაიზარდა.

2014 წელს ყველაზე მსხვილი ინვესტორი ქვეყნები იყვნენ ნიდერლანდები (331 მლნ დოლარი), აზერბაიჯანი (302 მლნ დოლარი) და ჩინეთი (195 მლნ დოლარი).

ეკონომიკის სექტორების მიხედვით, ყველაზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში (343 მლნ), მშენებლობაში (295 მლნ) და გადამამუშავებელ მრეწველობაში (174 მლნ).

2014 წელს ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია მე-3 კვარტალში შემოვიდა (508 მლნ), ხოლო მე-4 კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით 31%-ით ნაკლები შემოვიდა. თუმცა, 2014 წლის მე-4 კვარტლის მონაცემი 54%-ით აღემატება 2013 წლის მე-4 კვარტლის ინვესტიციებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *