იანვარში საქართველოდან აზერბაიჯანში ექსპორტი 71 პროცენტით გაიზარდა

იანვარში საქართველოდან აზერბაიჯანში ექსპორტი 71 პროცენტით გაიზარდა

2019 წლის იანვარში, 2018 წლის იანვართან შედარებით, საქართველოდან აზერბაიჯანში საქონლის ექსპორტი 71%-ით (14.3 მლნ დოლარით) გაიზარდა. 2018 წლის იანვარში ექსპორტმა 20.2 მლნ აშშ დოლარი, ხოლო მიმდინარე წლის იანვარში 34.5 მლნ დოლარი შეადგინა.

ყველაზე მეტად სიგარების, სიგარილების და სიგარეტების ექსპორტი გაიზარდა – თითქმის სამჯერ (6.5 მლნ დოლარით). 34%-ით (2.5 მლნ დოლარით) გაიზარდა მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი. იანვარში საქართველოდან აზერბაიჯანში 1081 ცალი მსუბუქი ავტომობილი გაიყიდა, როდესაც 2018 წლის იანვარში გაყიდვების მაჩვენებელი 402 ცალი იყო.

საქართველოს ექსპორტი აზერბაიჯანში მნიშვნელოვნად 2016 წელს შემცირდა. მაგალითად, 2016 წლის იანვარში მხოლოდ 3.8 მლნ დოლარი შეადგინა. 2017 წლიდან ზრდა დაიწყო და 2016 წლის იანვართან შედარებით 3.7-ჯერ არის გაზრდილი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *