საქართველოს "თავისუფლების ბარომეტრი"

ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების "თავისუფლების ბარომეტრს" ყოველწლიურად აქვეყნებს. კვლევაში ქვეყნების მაჩვენებელი შეფასებუალია პოლიტიკური, კანონის უზენაესობის, პრესის თავისუფლების და თავისუფალი ვაჭრობის კრიტერიუმებით. 

მიმდინარე წლის რეიტინგში საქართველოს სარეიტინგო ქულა გაუარესდა და 64,1 შეადგინა. 

ამ ქულებით, საქართველო მსოფლიოს 45 ქვეყანას შორის 28-ე ადგილს იკავებს. 

თავისუფლების ბარომეტრით, მსოფლიოში მოწინავე ადგილებს ნორვეგია, ნიდერლანდების სამეფო და შვეიცარია იკავებს. ბოლო პოზიციაზე კი ტაჯიკეთია. აღსანიშნავია, რომ საქართველო ყველა მეზობელ ქვეყანას უსწრებს - სომხეთი - 37-2 ადგილი, აზერბაიჯანი - 43-ე ადგილი, თურქეთი - 42-ე ადგილი, რუსეთი 44. 

პოლიტიკური თავისუფლების კრიტერიუმში საქართველოს სარეიტინგო ქულა გაუარესდა და ქვეყანამ 35-ე ადგილი დაიკავა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ გასულ წელს საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტებს. ასევე გასულ წელს, ისევე როგორც წინა წლების არჩევნებში ადგილი ჰქონდა პოლიტიკური ძალების მხრიდან დაშინების პოლიტიკას და რესურსების არამიზნობრივად გამოყენებას. 

“საქართველოში პოლიტიკური გადაწყვეტილებები უმეტესად ეფუძნება ყოფილი პრემიერის მოსაზრებებს. ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი პრემიერის თანამდებობას იკავებდა, თუმცა პარტიის გაძლიერების შემდეგ, მას ეს პოსტი დატოვა. მიუხედავად ამისა, მისი გავლენა გადაწყვეტილებებზე დიდია“, - წერია ანგარიშში. 

1.4-ით გაიარესდა საქართველოს სარეიტინგო ქულა კანონის უზენაესობის კრიტერიუმში. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ წინა წლებში ამ კუთხით საქართველო დაწინაურდა, თუმცა 2018 წელს ეს ტენდენცია კვლავ უარესობისკენ შეიცვალა. კერძოდ, ნახსენებია, როგორც აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქართველოდან გაყვანის ფაქტი, ასევე უცხოური კომპანიების მიმართ არასამართლიანი პოლიტიკის გატარება. ანგარიშში მოხვდა მაჩალიკაშვილის და სარალიძის საქმეებიც. ამასთან, აღნიშნულია რომ 2017 წელს წარდგენილმა სასამართლო რეფორმამ ვენეციის კომისიის და ევროკავშირის მხრიდან კრიტიკა დაიმსახურა. ყველაზე დიდი კრიტიკა მოდის პროკურორებზე, რომლის მიმართაც ნდობა Freedom House ანგარიშის მიხედვით, მოსახლეობის მხოლოდ 13%-ს აქვს. 

რაც შეეხება კორუფციის საკითხს, ისევე როგორც სხვა ანგარიშებში, ფრიდრიხ ნაუმანის კვლევაშიც აღნიშნულია, რომ საქართველოში კვლავ პრობლემად რჩება ე.წ. ელიტური კორუფცია.

"ელიტარულ საზოგადოებაში კვლავ ადგილი აქვს ნეპოტიზმს. კანონები კი რომელიც მიმართულია ინტერესთა კონფლიქტის აღმოსაფხვრელად თავის ფუნქციას ხშირად ვერ ასრულებს", - ვკითხულობთ ანგარიშში.

ბიზნესის თავისუფლების კრიტერიუმში, საქართველოს სარეიტინგო ქულა წინა წელთან შედარებით გაუმჯობესებულია. ანგარიშში ვკითხულობთ რომ ამ კუთხით ქვეყანა მნიშვნელოვან რეფორმებს ატარებს, თუმცა პრობლემას წამროადგენს კანონის უზენაესობა, მიუხედავად იმისა, რომ დაბალი დონის კორუფცია ქვეყანაში უმეტესად აღმოფხვრილია.

ჩვენ გირჩევთ

ქართული მეღვინეობა ციფრებში

ამუშავებული

ქართული მეღვინეობა ციფრებში

ქართული მეღვინეობა ციფრებში

წინა სტატია

2018 წელს მიკროსაფინანსოების მოგება 13.4 მლნ ლარით შემცირდა
20 თებერვალი, 2019

შემდეგი სტატია

2018’de Mikro finans kuruluşlarının karları 13.4 milyon lari azaldı
20 თებერვალი, 2019
ტამანის პორტი მზად არის 220 000 ტონიანი სატვირთო გემების მისაღებად
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 29, 2020
"ან მდიდარი უნდა იყო, ან მდიდრის მეზობელი" – უმსხვილესი თურქი ინვესტორის, გალიფ ოზთურქის გეგმები საქართველოში
ინტერვიუ | ივლ, 07, 2020
21 მილიარდერი და მათი პირველი მილიონი დოლარი
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 25, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker