მსოფლიოს ყველაზე ღარიბი 10 ქვეყანა

ქვეყნების სიღარიბის ყველაზე გავრცელებული მაჩვენებელი არის ერთ მოსახლეზე მსყიდველობითი უნარით (PPP dollar) გამოხატული საშუალო წლიური შემოსავალი/ხარჯი. გაეროს მონაცემებით, მსოფლიოს ყველაზე ღარიბი ქვეყანა სომალია, სადაც ერთ ადამიანს წლიურად საშუალოდ 400 დოლარის შემოსავალი აქვს. საერთაშორისო სავალუტო ფონდი სომალიზე მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით დათვლილ შემოსავალს არ აქვეყნებს, რადგან დათვლისთვის შესაბამისი სტატისტიკის სომალისგან მიღება შეუძლებელია.

ფონდის მიერ აღრიცხული შემოსავლების მიხედვით, ყველაზე ღარიბი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაა, სადაც ერთ ადამიანზე საშუალო წლიური შემოსავალი 712 PPP დოლარია. შემდეგ ბურუნდი მოდის 733 PPP დოლარით.

აღსანიშნავია, რომ ყველაზე ღარიბი ქვეყნების ათეული მხოლოდ აფრიკის კონტინენტის ქვეყნებს მოიცავს, სადაც დაახლოებით 215 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ყველაზე მრავალმოსახლიანი ქვეყანა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკაა 89 მილიონით.

ცხრილი: მსოფლიოს 10 ყველაზე ღარიბი ქვეყანა ერთ მოსახლეზე შემოსავლით, 2018 წელი

ქვეყანა

PPP დოლარი

სომალი

-

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა

712

ბურუნდი

733

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა

816

მალავი

1,202

ნიგერი

1,218

მოზამბიკი

1,295

ლიბერია

1,327

სამხრეთ სუადნი

1,527

სიერა ლეონე

1,618

წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი

ჩვენ გირჩევთ

სატვირთო მანქანები აპლიკაციის სიჩქარით

საქართველოს "თავისუფლების ბარომეტრი"

სატვირთო მანქანები აპლიკაციის სიჩქარით

სატვირთო მანქანები აპლიკაციის სიჩქარით

 

წინა სტატია

გალტ & თაგარტმა საქართველოს ენერგეტიკის სექტორზე კონფერენცია გამართა
22 თებერვალი, 2019

შემდეგი სტატია

"ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყანა" - რა წერია Freedom House-ის ანგარიშში საქართველოზე
22 თებერვალი, 2019
"ქვეყნები დროს კარგავენ" - WHO-ს საყვედური
ახალი ამბები ქართულად | მარ, 26, 2020
ებრაელი ნობელის პრემიის ლაურეატი: კორონავირუსის გავრცელების ტემპი მცირდება
ახალი ამბები ქართულად | მარ, 20, 2020
საქართველოს ბანკი განცხადებას ავრცელებს
კომპანიები | მარ, 20, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker