"ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყანა" - რა წერია Freedom House-ის ანგარიშში საქართველოზე

Freedom House მსოფლიოს ქვეყნების დემოკრატიის მაჩვენებლის 2019 წლის კვლევის შედეგებს ქვეყნებს, რომლის მიხედვითაც საქართველო კვლავ "ნაწილობრივ თავისუფალი“ ქვეყნების რიგებშია. 

ქვეყანაში დემოკრატიისა და თავისუფლების შეფასება შემდეგი კრიტერიუმების მეშვეობით ხდება: თავისუფლება, პოლიტიკური უფლებები და სამოქალაქო საზოგადოება. 

ანგარიშის მთავარი გზავნილი შემდეგია - "პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია, ბოლო წლებში სტაგნაციას განიცდის. ოლიგარქი აქტორები ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ, კანონის უზენაესობა კი კვლავ პოლიტიკური ზეგავლენის ქვეშაა“. 

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები 

ანგარიშში არნიშნუალია, რომ საქართველოში საარჩევნო პროცესმა უმეტესად მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, თუმცა მმართველი პარტიის მხრიდან ხდებოდა დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მიმართ დიდი ფინანსური რესურსით დახმარება, ასევე ადგილი ჰქონდა ხმების მოსყიდვის ფაქტებსაც, რომელიც ასევე მმართველ პარტიას უკავშირდებოდა. ამასთან, არჩევნების მეორე ტურის ჩატარებამდე რამდენიმე კვირით ადრე ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდმა 600 000 მსესხებლისთვის სესხხების ჩამოწერის პროგრამა წარადგინა, რაც ყოველი მეექვსე ხმის მიმცემი პირის ტოლფასია. 

პოლიტიკური გარემო 

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ქვეყანაში კვლავ ადგილი აქვს არაფორმალურ მმართველობას, ქვეყნის ყველაზე მდიდარი პირის, ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის მხრიდან. ამასთან, Freedom House იმასაც აღნიშნავს, რომ როგორც მთავრობაში, ასევე პარტიაშიც წარმოდგენილები არიან პირები, რომლებიც მანამდე ივანიშვილის ყოფილი თანამშრომლები იყვნენ, რაც კიდევ უფრო მეტად უსვამს ხაზს მის ლიდერობას. ივანისვილის დეფაქტო მმართველობას ხაზი გაესვა 2018 წლის ივნისშიც, როდესაც ყოფილმა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა გადადგომის მიზეზად სწორედ ივანიშვილთან შეუთანხმებლობა დაასახელა. ივანიშვილის მფლობელობაშია თანაინვესტირების ფონდიც (GCF), რომელიც ქვეყანაში რამდენიმე პროექტს ახორციელებს. აღნიშნული პროექტების ნაწილზე პროტესტს გამოთქვამდა სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი, თუმცა ამ შემთხვევაშიც მთავრობის წარმომადგენლები ფონდის პროექტებს ერთპიროვნულად მხარს უჭერდნენ. 

მედია გარემო 

ანგარიშში საუბარია ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე და აღნიშნულია, რომ ქართული სასამართლოს გადაწყვეტილების მიმართ, რომელიც არხის მფლობელობას ეხებოდა, შეშფოთებას გამოთქვამდნენ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები. 

რაც შეეხება საზოგადოებრივ მაუწყებელს, ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ბოლო წლებში არხზე საკმაოდ ბევრი ადამიანი გადავიდა სამუშაოდ, რომლებსაც მანამდე კავშირი ჰქონდათ ივანიშვილთან და მის კომპანიებთან. ამასთან, აუდიტის სამსახურის დასკვნაში მოხვდა ფაქტები, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან თანხების არამიზნობრივი ხარჯვა ხდებოდა, არასამთავრობო სექტორი კი მიანიშნებდა, რომ არხი მეტად სახელისუფლებო გახდა. 

კანონის უზენაესობა 

მიუხედავად მიმდინარე სასამართლო რეფორმისა საქართველოში კვლავ ხდება აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების ჩარევა გადაწყვეტილებების მიღებაში. სასამართლოს ახასიათებს კორუფცია, გამჭვირვალობისა და პროფესიონალიზმის  ნაკლებობა. ქვეყანაში კვლავ პრობლემას წარმოადგენს საკუთრების დაცვის საკითხები. 

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანამ პროგრესს მიაღწია კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, ელიტური კორუფცია კვლავ პრობლემად რჩება. ხელისუფლებაში ხშირია ნეპოტიზმის ფაქტები.

ჩვენ გირჩევთ

ქართული მეღვინეობა ციფრებში

იანვარში ბანკების მოგება 1.2 პროცენტით შემცირდა

ქართული მეღვინეობა ციფრებში

ქართული მეღვინეობა ციფრებში

წინა სტატია

მსოფლიოს ყველაზე ღარიბი 10 ქვეყანა
22 თებერვალი, 2019

შემდეგი სტატია

«Частично свободная страна» - что написано о Грузии в отчете Freedom House
22 თებერვალი, 2019
საქართველოს 100 უმსხვილესი კომპანია
რეიტინგი | ივლ, 20, 2020
ბათუმის ახალი პერსპექტივა
ბიზნესი | ივლ, 21, 2020
ყველაზე შემოსავლიანი აუდიტორული კომპანიები
რეიტინგი | ივლ, 24, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker